„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 აპრილის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №57 |
|
2018 წლის 1 ივნისი ქ.ზუგდიდი |
ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 53 პუნქტის, 261 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 პუნქტების, 30-ე მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“;
ბ) მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სარეკლამო საშუალება – პლაკატი, სტენდი, შუქფირნიში, სარეკლამო დაფა, მანათობელი სარეკლამო დაფა და გარე რეკლამის გასავრცელებელი სხვა ტექნიკური საშუალება, რომელიც განთავსებულია უძრავ ობიექტზე ან უძრავი ობიექტის გამოყენებით;“;
გ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
„8. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფუძველზე სარეკლამო საშუალების განთავსების საკითხები რეგულირდება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების შესაბამისად.“;
დ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. ოქმის გაფორმების წესი
1. აუქციონზე გამარჯვებული (ნებართვის მფლობელი) გამოვლინდება აუქციონზე ყველაზე მაღალი ფასის დაფიქსირების შედეგად.
2. აუქციონზე გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი ფორმდება კომისიის თავმჯდომარესა და გამარჯვებულ პირს შორის. ოქმით განისაზღვრება მხარეთა უფლება-მოვალეობები და აუქციონის პირობები.
3. აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას.
4. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა დადგენილი სანებართვო ფორმის სახით ნებართვის გამცემის მიერ ნებართვის მფლობელს გადაეცემა ოქმის ხელმოწერიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, სანებართვო მოწმობის მეორე ეგზემპლიარი რჩება ნებართვის გამცემს.
5. ნებართვის მფლობელს ეკისრება ვალდებულება განახორციელოს გარე რეკლამის საშუალებების მოვლა-პატრონობა და სწორი ექსპლუატაცია.“;
ე) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. გარე რეკლამის განთავსების ობიექტი
1. გარე რეკლამის განთავსების აუქციონის ფორმით გაცემის ობიექტი შეიძლება იყოს:
ა) გარე რეკლამის განსათავსებელი ერთი ტექნიკური საშუალება;
ბ) ერთ ლოტში შემავალი რამდენიმე ტექნიკური საშუალება;
გ) უფლება, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში ნებართვის მფლობელმა განათავსოს გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალება.
2. გარე რეკლამაზე უნდა მიეთითოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ რეკლამის გამავრცელებელზე გაცემული ნებართვის ნომერი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალების განთავსების ადგილები განისაზღვრება წინამდებარე წესის მე-4 მუხლის შესაბამისად დამტკიცებული გარე რეკლამის განთავსების გეგმით.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილები და მის განთავსებასთან დაკავშირებული საკითხები როგორც წესი, განისაზღვრება წინამდებარე წესის მე-4 მუხლის შესაბამისად დამტკიცებული გარე რეკლამის განთავსების გეგმით, ხოლო მისი მთლიანად ან ნაწილობრივ არარსებობის შემთხვევაში, გარე რეკლამის განთავსების გეგმით გაუთვალისწინებელ ნაწილში გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილები განისაზღვრება ნებართვის მფლობელის მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით. აღნიშნულის შესაბამისად გარე რეკლამის განთავსების ადგილების განსაზღვრა შესაძლებელია განხორციელდეს ერთდროულად ან ეტაპობრივად.
5. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე გაცემის საწყისი ფასი განისაზღვრება გასაცემი სარეკლამო საშუალების 1 კვ.მ.-ზე განსაზღვრული შესაბამისი ფასის გამრავლებით სარეკლამო საშუალების საერთო ფართობით ან კვადრატულ მეტრებში შესაბამისი ბიჯის დამატებით.
6. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე სარეკლამო საშუალების ფასადის ერთი კვადრატული მეტრისთვის ერთ კალენდარულ წელზე საწყისი ფასი განისაზღვროს დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დადგენილი საწყისი საფასურის არანაკლებ 5%-ის ოდენობით.
7. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფასურს ნებართვის მფლობელი იხდის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის სახაზინო ანგარიშზე, სანებართვო პირობებით გათვალისწინებულ ვადაში.“;
ვ) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. პასუხისმგებლობა წესების დარღვევისათვის
გარე რეკლამის განთავსების პირობების დარღვევისა და გარე რეკლამის უნებართვოდ განთავსებისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული წესით.“.
|