ცვლილება ნომერი სამი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2016 წლის 11 იანვრით დათარიღებულ “მზარდად სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადეობა” განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებაში განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმება #AAG-114-G-16-00003 22 მარტი, 2018
მიღების თარიღი 22.03.2018
ძალაში შესვლა 23.05.2018
გამომცემი ორგანო პროგრამის სფეროები:
ნომერი №35/96
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016542
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/06/2018
დამატებითი მეტამონაცემები (7)
| პროგრამის სფეროები: | USAID-ის მონაწილეობა ცვლილება ნომერი ორის გათვალისწინებით |
| სამოქალაქო საზოგადოება | $1,600,000 |
| სოციალური და ეკონომიკური სერვისები მოწყვლადი მოსახლეობისათვის | $400,000 |
| ჯამური თანხა | $2,000,000 |
| ამერიკის შეერთებული შტატები მიერ (ხელმოწერილია) | საქართველო მიერ (ხელმოწერილია) |
| თანამდებობა: მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი USAID/საქართველო | თანამდებობა: საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| თარიღი: 2018 წლის 22 მარტი | თარიღი: 2018 წლის 22 მარტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ცვლილება ნომერი სამი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებულ “დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობა” განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებაში განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმება #AAG-114-G-16-00001
22 მარტი, 2018 ცვლილება ნომერი ორი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებულ „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა” განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებაში ცვლილება ნომერი სამი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებულ „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა” განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებაში განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმება #AAG-114-G-16-00002 22 მარტი, 2018 „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2016 წლის 11 იანვრით დათარიღებული განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმების (მზარდად სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადოება)“ ცვლილება ნომერი სამის“ რატიფიცირების თაობაზე „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2016 წლის 11 იანვრით დათარიღებული განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმების (მზარდად სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადოება)“ ცვლილება ნომერი ოთხის“ რატიფიცირების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ცვლილება ნომერი სამი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2016 წლის 11 იანვრით დათარიღებულ “მზარდად სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადეობა” განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებაში განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმება #AAG-114-G-16-00003 22 მარტი, 2018
ცვლილება ნომერი სამი
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2016 წლის 11 იანვრით დათარიღებულ „მზარდად სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადოება“ განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებაში განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმება №AAG-114-G-16-00003
2018 წლის 22 მარტი
ცვლილება ნომერი სამი “მზარდად სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადოებისთვის” ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (“USAID”) მეშვეობით და საქართველოს შორის, რომელიც მოქმედებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მეშვეობით (შემდგომში “გრანტის მიმღები”) 2016 წლის 11 იანვარს ხელმოწერილ განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებაში (შემდგომში “შეთანხმება”).
ვინაიდან გრანტის მიმღებმა და USAID-მა (“მხარეები”) 2016 წლის 11 იანვარს გააფორმეს შეთანხმება საქართველოში მზარდად სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადოების განვითარების მიზნის ხელშეწყობისთვის, როგორც ეს აღწერილია წინამდებარე შეთანხმების დანართ 1-ში (“განვრცობილი აღწერა”);
ვინაიდან 2016 წლის 22 დეკემბერს გრანტის მიმღებმა და USAID-მა ხელი მოაწერეს ცვლილება ნომერ ერთს და 2017 წლის პირველ სექტემბერს ხელი მოაწერეს ცვლილება ნომერ ორს, რომელთაგან ორივე წარმოადგენს შეთანხმების განუყოფელ ნაწილს;
ვინაიდან, გრანტის მიმღებსა და USAID-ს სურთ შეთანხმებაში კვლავ შეიტანონ ცვლილება იმისათვის, რომ (ა) გაიზარდოს გრანტის მთლიანი თანხა $1,400,000-ით, $2,000,000-დან $3,400,000-მდე; და (ბ) გაიზარდოს USAID-ის მთლიანი მიახლოებული მონაწილეობა $6,450,000-ით, $5,200,000-დან $11,650,000-მდე; (გ) გაიზარდოს გრანტის მიმღების მონაწილეობა $466,667-ით, $666,667,-დან $1,133,334-მდე; და დ) შესაბამისად, განახლდეს ფინანსური გეგმა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, შეთანხმების მხარეები თანხმდებიან, რომ შეთანხმება უნდა შეიცვალოს შემდეგნაირად:
აღნიშნულის გათვალისწინებით, შეთანხმების მხარეები თანხმდებიან, რომ შეთანხმება უნდა შეიცვალოს შემდეგნაირად:
1. შეთანხმების 3.1 (ა) პუნქტი, რომელსაც მინიჭებული აქვს სახელწოდება „გრანტი“ წაიშლება მთლიანად და, შესაბამისად, შეიცვლება შემდეგით:
“(ა) გრანტი. წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული ამოცანის შესრულების ხელშეწყობის მიზნით, 1961 წლის უცხოური დამხარების შესახებ აქტის, მასში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით და წინამდებარე შეთანხმების პირობების დაცვით აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) გრანტის მიმღებისათვის გამოყოფს თანხას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს სამი მილიონ ოთხასი ათას ამერიკის შეერთებული შტატების (“აშშ”) დოლარს ($3,400,000) (“გრანტი”)”.
2. შეთანხმების 3.1 (ბ) პუნქტის „USAID-ის მთლიანი მიახლოებითი მონაწილეობა" პირველ წინადადებაში “თანხა $5,200,000” წაიშლება და შეიცვლება თანხით “$ 11,650,000”.
3. შეთანხმების 3.2 (ბ) პუნქტის „გრანტის მიმღების მონაწილეობა" პირველ წინადადებაში “თანხა $666,667” წაიშლება და შეიცვლება თანხით “$ 1,133,334”.
4. ცხრილი დანართი 1, დამატება ა-ში სახელწოდებით ფინანსური გეგმა წაიშლება მთლიანად და შეიცვლება შემდეგით
პროგრამის სფეროები:
USAID-ის
მონაწილეობა ცვლილება ნომერი ორის გათვალისწინებით
USAID-ის დამატებითი მონაწილეობა
USAID-ის მთლიანი მონაწილეობა
USAID-ის მიმდინარე მთლიანი მიახლოებითი მონაწილეობა (ზედა ზღვარი)
USAID-ის მთლიან მიახლოებით მონაწილეობის ცვლილება
USAID-ის ახალი მთლიანი მიახლოებითი მონაწილეობა (ზედა ზღვარი)
სამოქალაქო საზოგადოება
$1,600,000
$800,000
$2,400,000
$4,000,000
$5,700,000
$9,700,000
სოციალური და ეკონომიკური სერვისები მოწყვლადი მოსახლეობისათვის
$400,000
$600,000
$1,000,000
$1,200,000
$750,000
$1,950,000
ჯამური თანხა
$2,000,000
$1,400,000
$3,400,000
$5,200,000
$6,450,000
$11,650,000
5. ზემოაღნიშნული ცვლილებების გარდა, ხელშეკრულების ყველა სხვა ტერმინი და პირობა უცვლელია და რჩება ძალაში.
რომლის დასტურადაც, საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები, რომლებიც მოქმედებენ სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების მეშვეობით ხელს აწერენ წინამდებარე ცვლილება ნომერ სამს თავიანთი სახელებით და ამ ცვლილების დასაწყისში მითითებულ დღეს, თვესა და წელს:
ამერიკის შეერთებული შტატები
მიერ (ხელმოწერილია)
საქართველო
მიერ (ხელმოწერილია)
თანამდებობა: მისიის დირექტორის მოვალეობის
შემსრულებელი
USAID/საქართველო
თანამდებობა: საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თარიღი: 2018 წლის 22 მარტი
თარიღი: 2018 წლის 22 მარტი
ცვლილება ნომერი სამი “მზარდად სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადოებისთვის” ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2016 წლის 11 იანვარით დათარიღებულ განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებაში