დმანისის მუნიციპალიტეტის და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.06.2018
გამომცემი ორგანო დმანისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №________________________________________
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.156.016328
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/06/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.06.2018 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
დამატებითი მეტამონაცემები (7)
| 1 | 2 |
| დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ოქრიაშვილი | დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | დასახე- ლება |
| ფიზიკური ცვეთის ნორმა | საბოლოო ბუღალტრული მდგომარეობა |
| დანახარჯების ლიკვიდაცია | ლიკვიდაციის შედეგად მიღებული |
| დოკუმენტაციის დასახელება | დანახარჯების ჩამონათვალი |
| დასა- ხელება | რაო- დენობა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და დმანისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 16.05.2013
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ბოლნისის მუნიციპალიტეტის და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტისა და ვანის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
დმანისის მუნიციპალიტეტის და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №30
2018 წლის 25 ივნისი
ქ. დმანისი
დმანისის მუნიციპალიტეტის და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტის, 61-მუხლის მე-2 პუნქტის, 1061 მუხლის მე-14 პუნქტის, „ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს კოლეგიის 1995 წლის 1 აგვისტოს №12-03 დადგენილებით დამტკიცებული დებულებისა, „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
1. დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი (დანართი 1).
2. დამტკიცდეს „ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტის“ ფორმა (დანართი 2).
3. დამტკიცდეს „ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტის“ ფორმა (დანართი 3).
4. დამტკიცდეს „მცირეფასიანი გრძელვადიანი აქტივებისა და მატერიალური მარაგების ჩამოწერის აქტის“ ფორმა (დანართი 4).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და დმანისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 6 მაისის №18 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 22/05/2013წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.156.016136).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ოქრიაშვილი
დანართი 1
დმანისის მუნიციპალიტეტის და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
ზოგადი დებულებები
დმანისის მუნიციპალიტეტის და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს დმანისის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის პროცედურებს.
მუხლი 2🔗
ტერმინთა განმარტება
ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი განმარტება:
1. ქონება – დმანისის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) არაფინანსური აქტივები.
2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონება.
3. დაწესებულება – დმანისის მუნიციპალიტეტის ორგანოები (საკრებულო/მერია) და დმანისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები (ა(ა)იპ/შპს).
4. ინვეტარიზაციის კომისია – ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით შესაბამის დაწესებულებაში შექმნილი კომისია.
მუხლი 3🔗
ინვენტარიზაციის ჩატარება
დაწესებულებაში ინვენტარიზაცია ტარდება „ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს კოლეგიის 1995 წლის 1 აგვისტოს №12-03 დადგენილებით დამტკიცებული დებულებისა და „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების თანახმად.
მუხლი 4🔗
ინვენტარიზაციის კომისია
1. ინვენტარიზაციის კომისია (შემდგომში – კომისია) იქმნება დაწესებულების ხელმძღვანელის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
2. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი.
3. სავალდებულო ინვენტარიზაციის ჩატარების დროს კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 5 წევრისაგან, მათ შორის, თავმჯდომარისაგან.
4. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას მოადგილე.
5. საჭიროების შემთხვევაში დაწესებულების ხელმძღვანელმა კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მოიწვიოს კვალიფიციური სპეციალისტი (სერტიფიცირებული აუდიტორი/ექსპერტი). მოწვეული სპეციალისტები არ იღებენ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
6. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
7. კომისია საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე, სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას კომისიის წევრების მიერ გამოთქმული განსაკუთრებული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე ყველა წევრი.
8. ინვენტარიზაციის პროცედურების ჩატარებისას კომისიამ იხელმძღვანელოს „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების მე-5, მე-6 და მე-7 მუხლების შესაბამისად.
თავი II
მუნიციპალიტეტის ორგანოების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი
მუხლი 5🔗
ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი
1. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობისას ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისათვის საჭირო დოკუმენტაციას.
2. კომისია დაწესებულების ხელმძღვანელს წარუდგენს ჩამოსაწერი ქონების ნუსხას, ასევე ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტებსა და საჭიროების შემთხვევაში, ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტის შევსებულ ფორმებს ყველა ძირითად აქტივებზე, მცირე ფასიანი გრძელვადიანი აქტივებისა და მატერიალური მარაგების აქტებს.
3. დაწესებულების ხელმძღვანელი იხილავს ჩამოსაწერი ქონების ნუსხას კომისიის დასკვნისა და აუდიტორ/ექსპერტის დასკვნის საფუძველზე ამოწმებს ქონების ჩამოწერის აქტს და დასამტკიცებლად წარუდგენს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ხოლო მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შემთხვევაში, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი – დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს.
4. ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №449 ბრძანების მოთხოვნებს.
5. ჩამოწერის შედეგად მიღებული მასალები (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვა), რომლებიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, უნდა აისახოს დაწესებულების ბალანსზე მარაგების სახით კომისიის მიერ დადგენილი ღირებულების შესაბამისად.
მუხლი 6🔗
ჩამოწერილი ქონების განადგურება ან/და განკარგვა
1. ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენებაც შეუძლებელია, დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ექვემდებარება განადგურებას.
2. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს დაწესებულება, რომლის საკუთრებასაც წარმოადგენს გასანადგურებელი ქონება.
3. ქონების განადგურების პროცესს ესწრებიან შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ კომისიის შემადგენლობიდან განსაზღვრული პირები.
4. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნისათვის გამოყოფილ ადგილებში ან ნაგვის დასაწვავ ადგილებში.
5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ პირები, რომლებიც ესწრებიან განადგურების პროცესს.
6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება შესაბამისი დაწესებულების მიერ.
7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია დაწესებულების ხელმძღვანელი.
მუხლი 7🔗
ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია
ქონების განკარგვა, რომელიც ჩამოსაწერი ქონების აქტის თანახმად ექვემდებარება ბალანსში მარაგის სახით ასახვას, ხორციელდება „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად.
თავი III
მუნიციპალიტეტის მიერ დაუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი
მუხლი 8🔗
ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი
1. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ჩამოწერის საკითხს წყვეტს შესაბამისი იურიდიული პირის ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით. იურიდიული პირის ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს წერილს, რომელსაც თან უნდა ერთოდეს აუდიტის დასკვნა და კომისიის მიერ შემუშავებული დოკუმენტები.
2. ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №449 ბრძანების მოთხოვნებს.
3. ჩამოსაწერი ქონების აქტში მიეთითება მასალები, რომელიც ექვემდებარება ბალანსში მარაგების სახით ასახვას და შემდგომ გამოყენებას და ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია.
4. ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია, ექვემდებარება განადგურებას.
5. ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით ინვენტარიზაციის კომისია ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტს, ახდენს ქონების დასურათებას და განსაზღვრავს ვარგისი ნაწილებისა და ჯართის ოდენობას.
6. სალიკვიდაციო ქონების განსაზღვრის მიზნით ინვენტარიზაციის კომისია დამატებით ამზადებს ქონების სალიკვიდაციო აქტს თითოეულ ქონებაზე ცალ-ცალკე და ახდენს ქონების დასურათებას.
7. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ამორტიზებული და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერის ან/და ლიკვიდაციის მიზნით ინვენტარიზაციის კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ან/და სალიკვიდაციო ქონების აქტები წარედგინება დმანისის მუნიციპალიტეტის მერს, რომლის მიერ, მასალების წარდგენა ხდება დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
8. დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას დადგენილი წესით წარდგენილი, ჩამოსაწერი ან/და სალიკვიდაციო ქონების დამტკიცების შესახებ, რის საფუძველზეც ხორციელდება ქონების ჩამოწერა/ლიკვიდაცია.
9. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით ინვენტარიზაციის კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ქონების აქტის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამისი იურიდიული პირის ხელმძღვანელს.
მუხლი 9🔗
ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების განადგურება
1. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენებაც შეუძლებელია, ექვემდებარება განადგურებას საკრებულოს თანხმობით, მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
2. ქონების განადგურების პროცესს ესწრება ამავე ქონების ჩამოწერის მიზნით შექმნილი კომისიის სრული შემადგენლობის სულ ცოტა ნახევარზე მეტი, რაზედაც დგება ჩამოწერილი ქონების განადგურების აქტი.
3. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნისთვის გამოყოფილ სპეციალურ ადგილებში, ან მოხდეს განადგურება ნაგავსაყრელზე.
4. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ განადგურების პროცესის დამსწრე პირები.
5. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება შესაბამისი დაწესებულების მიერ.
6. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია კომისია.
მუხლი 10🔗
ჩამოწრილი ქონების რეალიზაცია
ქონების განკარგვა, რომელიც ჩამოსაწერი ქონების აქტის თანახმად ექვემდებარება ბალანსში მარაგის სახით ასახვას, განხორციელდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 11🔗
500 (ხუთასი) ლარამდე ღირებულების ქონების (ნივთი) ჩამოწერის წესი
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) იმ ქონების (ნივთის) ჩამოწერის საკითხს, რომლის საწყისი საბალანსო ღირებულება არ აღემატება 500 (ხუთასი) ლარს, ერთპიროვნულად წყვეტს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი და პასუხს აგებს ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სისწორეზე.
დანართი 2
________________________________________
(ორგანიზაციის დასახელება, თარიღი)
ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტი
№
ძირითადი
აქტივის
დასახელება
საინვენტარო
ნომერი
ექსპლუატაციაში
შესვლის წელი
ღირებულება
გადაფასების
შემდეგ
ფიზიკური ცვეთა
ნარჩენი საბალანსო
ღირებულება
ლარებში
შენიშვნა
ფიზიკური
ცვეთის
ნორმა
საბოლოო
ბუღალტრული
მდგომარეობა
№
ლარი
%
ლარი
კომისიის თავმჯდომარე:________________________ (______________________)
კომისიის წევრები:
1. __________________________ (__________________________)
2. ___________________________ (________________________)
3. ____________________________ (________________________)
დანართი 3
(ორგანიზაციის დასახელება, თარიღი)
ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტი
№
ძირითადი აქტივის დასახელება
საინვენტარო
ნომერი
ექსპლუატ. შეს. წელი
ნარჩენი საბალანსო ღირებულება
შენიშვნა
2
3
4
5
6
კომისიის შემადგენლობა: -----------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შექმნილი 20 წელი ------------------- №-------------------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებლივი აქტის ------- საფუძველზე, რომელმაც დაათვალიერა ----------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ და აღმოჩნდა, რომ ძირითადი საშუალება ლიკვიდირებული უნდა იქნეს შემდეგის საფუძველზე:
1. შეძენის წელი:---------------------------------------------------------------
2. საწყისი საბალანსო ღირებულება:-------------------------------------------------------------------------
3. ძირითადი აქტივის ტექნიკური მდგომარეობა და ლიკვიდაციის მიზეზი:
ა) -------------------------------------; ბ)----------------------------------; გ)-------------------------------;
კომისიის დასკვნა:: -----------------------------------------------------------------------------------------
კომისიის თავმჯდომარე: ---------------------------- ( )
კომისიის წევრები 1. -------------------------------- ( )
2. --------------------------------- ( )
3. --------------------------------- ( )
ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის შედეგის გამოთვლა
დანახარჯების ლიკვიდაცია
ლიკვიდაციის შედეგად მიღებული
დოკუმენტაციის დასახელება
დანახარჯების ჩამონათვალი
თანხა (ლარი)
დოკუმენტაციის დასახელება
ფასეულობათა სახეები
რაოდენობა
თანხა (ლარი)
1
2
3
4
5
6
7
ლიკვიდაციის შედეგის საერთო თანხა:-------------------- (---------------------------------------) ლარი
ლიკვიდაციის შედეგი: ---------------------------------------------------------------------------------------
კომისიის თავმჯდომარე: ------------------------------------------- ( )
კომისიის წევრები:
1. ------------------------------------------ ( )
2. ------------------------------------------ ( )
3 ------------------------------------------- ( )
ბ.ა.
დანართი 4
___________________________________________________
(ორგანიზაციის დასახელება, თარიღი)
მცირეფასიანი გრძელვადიანი აქტივებისა და მატერიალური მარაგების ჩამოწერის აქტი
№
დასახე-
ლება
საინვენტარო ნომერი
ექსპლ. შეს. წელი
ერთეულის ღირებულება
რაო-
დენობა
ღირებუ- ლება
ჩამოწერის მიზეზი
ლიკვიდაციის შედეგად მიღებული აქტივები
შენიშვნა
დასა-
ხელება
რაო-
დენობა
ღირე-
ბულება
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
ჯამი
კომისიის თავმჯდომარე:____________________ (_____________________________)
კომისიის წევრები:
1. ______________________________ (_________________________)
2. ____________________________ (_________________________)
3.________________________(__________________________)
ბ.ა