თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.06.2018
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №54
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016432
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/07/2018
matsne.gov.ge 757 სიტყვა · ~4 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (6)
გარე ვაჭრობა
საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივ სივრცეებში, მათ შორის ისეთი ობიექტებიდან, რომლებიც მიწასთან მყარად არ არის დაკავშირებული და არ ქმნის მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა), არ ატარებს მუდმივ ხასიათს და არ გააჩნია მკაფიოდ გამოხატული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა
მუხლი 2
სეზონური გარე ვაჭრობა
ისეთი ნივთით/საქონლით  ან მომსახურებით გარე ვაჭრობა, რომელიც სპეციფიკურია წლის კონკრეტული დროის მონაკვეთისთვის
მუხლი 2
სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში გარე ვაჭრობა
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეებში, ასევე ტრადიციით დამკვიდრებულ სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში ბაზრობა-გამოფენებისთვის ნივთით/საქონლით ან მომსახურებით გარე ვაჭრობა
მუხლი 2
საკვირაო გარე ვაჭრობა
კვირის ერთსა და იმავე  დღეს ყოველკვირეულად გამართული გარე ვაჭრობა
მუხლი 2
ნივთი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად განსაზღვრული ნივთი
მუხლი 2
საზოგადოებრივი სივრცე
სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ტერიტორია, შიდასახეწლმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში მდებარე ქუჩა, მოედანი, სკვერი, პარკი, ბულვარი, ბაღი, ბუნებრივი და ხელოვნური ლანდშაფტი და სხვა მსგავსი ტიპის სივრცეები.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილი თხლაშიძე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 04.07.2018 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 04.01.2019 წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 31.08.2022 დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 16.12.2019 თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 06.11.2019

დოკუმენტის ტექსტი

თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №54 2018 წლის 28 ივნისი ქ. თელავი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „სუნელებისა და სანელებლების წარმოებასთან, გადამუშავებასა და ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით რისკის მართვის დროებითი ზომების მიღების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 07 თებერვლის №73 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის  შესაბამისად,  თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილი თხლაშიძე დანართი  თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო წინამდებარე წესი არეგულირებს თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობისთვის ტერიტორიის განსაზღვრის, ასევე, საზოგადოებრივ სივრცეებში გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი საქონლის განთავსებისა და ტერიტორიის მოწყობის წესებს. მუხლი 2🔗.  ტერმინთა განმარტება ა) გარე ვაჭრობა – საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივ სივრცეებში, მათ შორის ისეთი ობიექტებიდან, რომლებიც მიწასთან მყარად არ არის დაკავშირებული და არ ქმნის მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა), არ ატარებს მუდმივ ხასიათს და არ გააჩნია მკაფიოდ გამოხატული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა; ბ) სეზონური გარე ვაჭრობა – ისეთი ნივთით/საქონლით  ან მომსახურებით გარე ვაჭრობა, რომელიც სპეციფიკურია წლის კონკრეტული დროის მონაკვეთისთვის; გ) სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში გარე ვაჭრობა – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეებში, ასევე ტრადიციით დამკვიდრებულ სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში ბაზრობა-გამოფენებისთვის ნივთით/საქონლით ან მომსახურებით გარე ვაჭრობა; დ) საკვირაო გარე ვაჭრობა – კვირის ერთსა და იმავე  დღეს ყოველკვირეულად გამართული გარე ვაჭრობა; ე) ნივთი – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად განსაზღვრული ნივთი; ვ) საზოგადოებრივი სივრცე – სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ტერიტორია, შიდასახეწლმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში მდებარე ქუჩა, მოედანი, სკვერი, პარკი, ბულვარი, ბაღი, ბუნებრივი და ხელოვნური ლანდშაფტი და სხვა მსგავსი ტიპის სივრცეები. მუხლი 3🔗. გარე ვაჭრობის რეგულირების მიზანი 1. წინამდებარე წესის მიზანია:        ა) თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ინფრასტრუქტურის  იერსახის დაცვა; ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; გ) ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილების შეზღუდვის თავიდან აცილება; დ) თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სურსათის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვა; ე) საოჯახო წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციისათვის  ხელშეწყობა. 2. ხორცპროდუქტებით გარე ვაჭრობა უნდა გამორიცხავდეს ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას ან ასეთი მოპყრობის წახალისებას. დაუშვებელია ცხოველის ნაწილების ისეთი დემონსტრირება, რომელიც შეიცავს სისასტიკის ნიშნებს ან არ ითვალისწინებს მისთვის თვალის არიდების შესაძლებლობას. მუხლი 4🔗. გარე ვაჭრობა გარე ვაჭრობად ჩაითვლება საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივ სივრცეებში, მათ შორის, ისეთი ობიექტებიდან, რომლებიც მიწასთან მყარად არ არის დაკავშირებული და არ ქმნის მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს, მცირე არქიტექტურული ფორმების მოწყობა, რომელიც არ საჭიროებს მზიდი ან საყრდენი სამშენებლო კონსტრუქციების აგებას  (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა). მუხლი 5🔗. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა 1. გარე ვაჭრობა და ბაზრობების მოწყობა დასაშვებია თელავის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, გარდა: ა) ქ. თელავში ბ. ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, ერეკლე მეორის გამზირზე, გ. სააკაძის მოედანზე, შ. რუსთაველის გამზირზე, დ. აღმაშენებლის გამზირზე, ი. ჭავჭავაძის გამზირზე,  გ. ჩოხელის ქუჩაზე, ალაზნის გამზირზე დავით აღმაშენებლის გამზირის გადაკვეთამდე, ქეთევან წამებულის გამზირსა და ა. ვარდოშვილის ქუჩაზე; ბ) რელიგიურ-კულტურული მნიშვნელობის ძეგლებთან, სასწავლო-სააღმზრდელო და სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებებთან, სამედიცინო და სტაციონალურ დაწესებულებეთან, სასაფლაოებთან, სკვერებთან და ბაღებთან, სახელმწიფო და მუნიციპალური დანიშნულების შენობა-ნაგებობებთან 20-მეტრიან რადიუსში; 2. საკვირაო გარე ვაჭრობა დაიშვება მხოლოდ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №53.08.39.371). 3. სეზონური გარე ვაჭრობა დაიშვება მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ადგილებისა. 4. სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში გარე ვაჭრობა დაიშვება მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე. მუხლი 6🔗. გარე ვაჭრობის ორგანიზება 1. გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი ადგილები უნდა მოეწყოს ისე, რომ არ ამახინჯებდეს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურას  (კონკრეტული დასახლების ქალაქი/სოფელი ქუჩის ისტორიულ-კულტურული იერსახე, შენობათა ფასადები, შეფერილობა და სხვა) და არ აფერხებდეს ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას. 2. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე გარე ვაჭრობის საკითხი წინასწარ უნდა იქნეს შეთანხმებული სსიპ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან. 3. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის საკითხი წინასწარ უნდა იქნეს შეთანხმებული სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან. 4. გარე ვაჭრობა უნდა განხორციელდეს სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით. 5. არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებას საჭიროებს გარე ვაჭრობის მიზნით, საზოგადოებრივ ადგილებში სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში ბაზრობა-გამოფენებისთვის საჭირო დროებითი, მიწასთან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობების მოწყობა. 6. დაუშვებელია მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით გარე ვაჭრობა სათანადო და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვის გარეშე. 7. დაუშვებელია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სუნელებითა და სანელებლებით გარე ვაჭრობა. მუხლი 7🔗. გარე ვაჭრობის წესის დარღვევა 1. შესაბამისი ნებართვის გარეშე გარე ვაჭრობას წარმოადგენს წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული წესის მე-6 მუხლის მოთხოვნების დარღვევა, აგრეთვე  გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი ადგილების გარდა გარე ვაჭრობის განხორციელება სხვა ტერიტორიაზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედება გამოიწვევს ფიზიკური და იურიდიული პირების დაჯარიმებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153​3  მუხლის შესაბამისად. მუხლი 8🔗. გარე ვაჭრობის კონტროლი დადგენილების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახური და ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახური.