ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 05.07.2018
გამომცემი ორგანო ყვარლის მუნიციპალიტეტი
ნომერი №52
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.164.016326
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/07/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.07.2018 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (6)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ქევხიშვილი | ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დადგენის შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №52
2018 წლის 5 ივლისი
ქ. ყვარელი
ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმარველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „სუნელებისა და სანელებლების წარმოებასთან, გადამუშავებასა და ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით რისკის მართვის დროებითი ზომების მიღების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 07 თებერვლის №73 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ქევხიშვილი
დანართი №1
ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
წინამდებარე წესი არეგულირებს ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობისთვის ტერიტორიის განსაზღვრის, ასევე, საზოგადოებრივ სივრცეებში გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი საქონლის განთავსებისა და ტერიტორიის მოწყობის წესებს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ა) გარე ვაჭრობა – საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივ სივრცეებში, მათ შორის ისეთი ობიექტებიდან, რომლებიც მიწასთან მყარად არ არის დაკავშირებული და არ ქმნის მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა), არ ატარებს მუდმივ ხასიათს და არ გააჩნია მკაფიოდ გამოხატული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა;
ბ) სეზონური გარე ვაჭრობა – ისეთი ნივთით/საქონლით ან მომსახურებით გარე ვაჭრობა, რომელიც სპეციფიკურია წლის კონკრეტული დროის მონაკვეთისთვის;
გ) სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში გარე ვაჭრობა – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეებში, ასევე ტრადიციით დამკვიდრებულ სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში ბაზრობა-გამოფენებისთვის ნივთით/საქონლით ან მომსახურებით გარე ვაჭრობა;
დ) საკვირაო გარე ვაჭრობა – კვირის ერთი და იმავე დღეს ყოველკვირეულად გამართული გარე ვაჭრობა;
ე) ნივთი – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად განსაზღვრული ნივთი;
ვ) საზოგადოებრივი სივრცე – სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ტერიტორია, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში მდებარე ქუჩა, მოედანი, სკვერი, პარკი, ბულვარი, ბაღი, ბუნებრივი და ხელოვნური ლანდშაფტი და სხვა მსგავსი ტიპის სივრცეები.
მუხლი 3🔗. გარე ვაჭრობის რეგულირების მიზანი
1. წინამდებარე წესის მიზანია:
ა) ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის იერსახის დაცვა;
ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
გ) ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილების შეზღუდვის თავიდან აცილება;
დ) ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სურსათის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვა;
ე) საოჯახო წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციისათვის ხელშეწყობა.
მუხლი 4🔗. გარე ვაჭრობა
გარე ვაჭრობად ჩაითვლება საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივ სივრცეებში, მათ შორის ისეთი ობიექტებიდან, რომლებიც მიწასთან მყარად არ არის დაკავშირებული და არ ქმნის მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს, მცირე არქიტექტურული ფორმების მოწყობა, რომელიც არ საჭიროებს მზიდი ან საყრდენი სამშენებლო კონსტრუქციების აგებას (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა).
მუხლი 5🔗. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა
1. წინასწარი შეთანხმების გარეშე ვაჭრობა და ბაზრობების მოწყობა დასაშვებია ყვარლის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, გარდა:
ა) ქ. ყვარელში ი. ჭავჭავაძის ქუჩაზე, კ. მარჯანიშვილის ქუჩაზე, დ. გურამიშვილის ქუჩაზე, კუდიგორის ქუჩაზე, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, ქეთევან დედოფლის ქუჩაზე, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, რაჭის ქუჩაზე და ფატმასურის დასახლებაში;
ბ) რელიგიურ-კულტურული მნიშვნელობის ძეგლებთან, სასწავლო-სააღმზრდელო და სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებებთან, სამედიცინო და სტაციონარულ დაწესებულებებთან, სასაფლაოებთან, სკვერებთან და ბაღებთან, სახელმწიფო და მუნიციპალური დანიშნულების შენობა-ნაგებობებთან 20-მეტრიან რადიუსში.
2. სეზონური გარე ვაჭრობა დაიშვება მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ადგილებში.
3. სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში გარე ვაჭრობა დაიშვება მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.
მუხლი 6🔗. გარე ვაჭრობის ორგანიზება
1. გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი ადგილები უნდა მოეწყოს ისე, რომ არ ამახინჯებდეს მუნიციპალიტეტის იერსახეს (კონკრეტული დასახლების ქალაქი/სოფელი ქუჩის ისტორიულ-კულტურული იერსახე, შენობათა ფასადები, შეფერილობა და სხვა) და არ აფერხებდეს ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას.
2. შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე გარე ვაჭრობის საკითხი წინასწარ უნდა იქნეს შეთანხმებული სსიპ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან.
3. გარე ვაჭრობა უნდა განხორციელდეს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით.
4. არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებას საჭიროებს გარე ვაჭრობის მიზნით, საზოგადოებრივ ადგილებში სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში ბაზრობა-გამოფენებისთვის საჭირო დროებითი, მიწასთან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობების მოწყობა.
5. დაუშვებელია მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით გარე ვაჭრობა სათანადო და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვის გარეშე.
6. დაუშვებელია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სუნელებითა და სანელებლებით გარე ვაჭრობა.
მუხლი 7🔗. გარე ვაჭრობის წესის დარღვევა
1. შესაბამისი ნებართვის გარეშე გარე ვაჭრობას წარმოადგენს წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული წესის მე-6 მუხლის მოთხოვნების დარღვევა, აგრეთვე გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილების გარდა გარე ვაჭრობის განხორციელება სხვა ტერიტორიაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედება გამოიწვევს ფიზიკური /იურიდიული პირების დაჯარიმებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1533 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 8🔗. გარე ვაჭრობის კონტროლი
დადგენილების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ზედამხედველობის სამსახური.