ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების, გეგმის ცვლილების ცნობის ფორმის დამტკიცების და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში დამტკიცების შესახებ.
მიღების თარიღი 29.06.2018
გამომცემი ორგანო ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ნომერი №33
სარეგისტრაციო კოდი პროგრამა/ ქვეპროგრამა
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/07/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.06.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ სეთურიძე | ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| პროგრამული კოდი | პროგრამა/ ქვეპროგრამა |
| გეგმა | I |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის
მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების, გეგმის ცვლილების ცნობის ფორმის დამტკიცების და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში დამტკიცების შესახებ.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №33
2018 წლის 29 ივნისი
დაბა სტეფანწმინდა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების, გეგმის ცვლილების ცნობის ფორმის დამტკიცების და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში დამტკიცების შესახებ.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი" 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ2გ“ პუნქტის, 69-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს "ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი", დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში, დანართი №3-ის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ სეთურიძე
დანართი
№1
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე.
2. წესი განსაზღვრავს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების მექანიზმს.
მუხლი 2🔗. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების ძირითადი პრინციპები
1. ერთი პრიორიტეტიდან სხვა პრიორიტეტზე ასიგნებების გადანაწილება,გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის, წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა, შეიძლება მხოლოდ დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით.
2. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება.
3. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს (გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის და წინა წლების დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა) და ასიგნების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების შესაბამისად.
4. ერთი პროგრამის ფარგლებში ან პროგრამის ქვეპროგრამებს შორის ასიგნების გადანაწილების ბრძანებას საფუძვლად უნდა დაედოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოხსენებითი ბარათი, რომელიც მომზადებული უნდა იქნეს საბიუჯეტო სამსახურთან შეთანხმებით.
5. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო - სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, მერი უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის: პროგრამული კოდის დამატება) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებულ გადასახდელებში და შემოსულობებში. ეს ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა,უნდა წარედგინოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
6. მუნიციპალიტეტის სარეზერვო ან წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებიდან მერის ბრძანების საფუძველზე გამოყოფილი თანხებით წლიური ბიუჯეტის დაზუსტება განხორციელდეს ბიუჯეტის მორიგი ცვლილებისას.
7. იმ შემთხვევაში, თუ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში კვარტალებს შორის გადანაწილებით არ იცვლება საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებით განსაზღვრული ასიგნების წლიური მოცულობა, კვარტალებს შორის თანხების გადანაწილებას ახორციელებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, შესაბამისი სამსახურის მიერ წარმოდგენილი დასაბუთების მოთხოვნით, მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით.
მუხლი 3🔗. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილების მოთხოვნის წარდგენა,განხილვა და შესრულება
1. საბიუჯეტო წლის განმავლობაში ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ეფექტურად ხარჯვის მიზნით,საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომლისთვისაც არის მიკუთვნებული ის გადასახდელები, მიმართავს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერს ასიგნებების გადანაწილების თაობაზე. წარდგენილ მოთხოვნაში საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მოყვანილი უნდა იქნეს სათანადო არგუმენტაცია და შესაბამისი დასაბუთება ასიგნებების გადანაწილებისა და მასზე ვალდებულების აღების არარსებობის თაობაზე.
2. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი ასიგნებების გადანაწილებაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, საბიუჯეტო ორგანიზაციამ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში არ უნდა წარადგინოს ვალდებულებების და მოთხოვნის დოკუმენტები იმ თანხებზე,რომელთა გადანაწილებაზეც არსებობს მოთხოვნა. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური უფლებამოსილია, საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ გადანაწილების თაობაზე წარმოდგენილი მოთხოვნის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, შეზღუდოს მოთხოვნით გათვალისწინებულ თანხებზე სახელმწიფო ხაზინაში გადახდაზე ვალდებულების დარეგისტრირების შესაძლებლობა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დასაბუთებული მომართვის საფუძველზე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების შემთხვევაში, მერს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს (მოხსენებითი ბარათი) და ამზადებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის შესაბამისი ბრძანების პროექტს ასიგნების გადანაწილების თაობაზე და მიზანშეწონილობაზე.
4. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ამ წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ატარებს სათანადო ცვლილებას ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
5. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან თანხის გამოყოფის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ამზადებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტს, ამ თანხის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის მიზნით.შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ატარებს შესაბამის ცვლილებებს ბიუჯეტის პროგრამულ კლასიფიკაციაში და მის მიერ დამტკიცებულ განწერაში, ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
6. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, სამსახურში შესაბამისი არგუმენტაციისა და დასაბუთების წარმოდგენის შემთხვევაში, ერთსა და იმავე პროგრამაში/ქვეპროგრამაში ხარჯების ეკონომიკური, არაფინანსური აქტივებისა და მათზე ოპერაციების", "ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების და მათზე ოპერაციების" კლასიფიკაციების მუხლებით და ქვეპროგრამებით გათვალისწინებულ ასიგნებებში ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური უფლებამოსილია გაატაროს შესაბამისი ცვლილებები ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
7. მოთხოვნა წლიური ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებათა გადანაწილების თაობაზე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს წარედგინება წერილობითი სახით შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ. საბიუჯეტო ორგანიზაციას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა წერილის შინაარსსა და ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების მიზანშეწონილობაზე.
8. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური განიხილავს წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას და არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა ამზადებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტს ასიგნების გადანაწილებაზე,ხოლო გადანაწილებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საბიუჯეტო ორგანიზაციას ეცნობება წერილობით.
9. წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილებაზე დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ამზადებს ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას (დანართი №2) ელექტრონული ფორმით და ახორციელებს ცვლილებას განწერით დამტკიცებული ასიგნებების დაზუსტების მიზნით ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (E-Budget). ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას ადასტურებენ პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი და ამავე სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი –
საბიუჯეტო დაგეგმვისა და საფინანსო ზედამხედველობის განყოფილების უფროსი. აღნიშნულ ცნობას ენიჭება თარიღი და ნომერი.
10. ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობის ელექტრონული ფორმით ასევე ზუსტდება ბიუჯეტის სარეზერვო და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებით გათვალისწინებული ასიგნებები. ამ შემთხვევაშიც წლიური გეგმის დაზუსტება და ასიგნების გამოყოფა ხორციელდება ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად.
11. ბიუჯეტის სარეზერვო და წინა წლების დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდების ასიგნების საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
დანართი №2
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური
გეგმის ცვლილების ცნობა №
20-- წლის „_____“ ______________
__________________________________________________________________
(საბიუჯეტო ორგანიზაციის დასახელება, პროგრამული კოდი)
__________________________________________________________________
(ცვლილების საფუძველი_დადგენილება, განკარგულება, ბრძანება, გადაწყვეტილება)
20-- წლის „____“ ______________
____________________________________________________________________________
(ცვლილების შინაარსი)
(ლარებში)
პროგრამული კოდი
პროგრამა/ ქვეპროგრამა
საბიუჯეტო კლასიფიკატორის მუხლი
ცვლილების თანხა+/- (გადიდებული, შემცირებული) მათ შორის: კვარტალები წლიურის მიხედვით
გეგმა
I
II
III
IV
ჯამი
დაფარვის ან მიმართვის წყარო
1. დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან
2. ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან
3. წინა პერიოდში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა
4. დანარჩენი ცვლილება
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის
ხელმძღვანელი:
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის
ხელმძღვანელი:
დანართი №3
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში
მუხლი 1🔗.
1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (შემდგომ –
ა(ა)იპი) ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე.
2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტის კვარტალებს, საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის ცვლილების შეტანის საკითხის გადაწყვეტა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ეს წესი არეგულირებს მხოლოდ განხორციელებული ცვლილების ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში ასახვის წესს, ასევე საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების მექანიზმებს, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში.
3. ეს წესი ადგენს მხოლოდ ბიუჯეტის დაზუსტების პროცედურულ საკითხებს,ხოლო ბიუჯეტის დაზუსტების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თავად იურიდიული პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით.
4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი მოთხოვნას მისთვის დამტკიცებული ბიუჯეტის განწერაში ცვლილების შეტანის შესახებ, წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს, ხოლო მერი შესასრულებლად გადასცემს მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს.
5. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური კანონმდებლობით დადგენილი წესით ამზადებს შესაბამისი ბრძანების პროექტს და წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს. მერის მიერ ბრძანების გამოცემის შემთხვევაში საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური უზრუნველყოფს ბრძანების აღსრულებას, მათ შორის, მოთხოვნილი ცვლილების ასახვას ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (E-BUDGET)
.
6. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტებში ცვლილების განხორციელების მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტა თუ სცილდება ამ წესის რეგულაციებს, ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 2🔗
1. ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას ადასტურებენ ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში ცნობის დადასტურებაზე უფლებამოსილი პირები.
2. განხორციელებული ცვლილებები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის ხელმისაწვდომი ხდება ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.