საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს ფულად სარგოზე წოდებით ნამსახურები წლებისთვის დანამატის დაანგარიშებისას წელთა ნამსახურობაში ჩაეთვალოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სახელმწიფო რწმუნებულებისა − გუბერნატორებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებულ საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებში/დანაყოფებში (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) 2005 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 10 იანვრამდე სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების გარეშე მუშაობის პერიოდი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 2015 წლის 10 იანვრიდან 2016 წლის 2 სექტემბრამდე წოდების გარეშე მუშაობის პერიოდი.

საქართველოს 2024 წლის 3 აპრილის კანონი №4100 – ვებგვერდი, 18.04.2024