📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.07.2018
გამომცემი ორგანო ახმეტის მუნიციპალიტეტი
ნომერი №58
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.162.016477
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/07/2018
matsne.gov.ge 718 სიტყვა · ~4 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (6)
გარე ვაჭრობა
საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივ სივრცეებში, მათ შორის, ისეთი ობიექტებიდან, რომლებიც მიწასთან მყარად არ არის დაკავშირებული და არ ქმნის მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა), არ ატარებს მუდმივ ხასიათს და არ გააჩნია მკაფიოდ გამოხატული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა
მუხლი 2
სეზონური გარე ვაჭრობა
ისეთი ნივთით/საქონლით  ან მომსახურებით გარე ვაჭრობა, რომელიც სპეციფიკურია წლის კონკრეტული დროის მონაკვეთისთვის
მუხლი 2
სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში გარე ვაჭრობა
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეებში, ასევე ტრადიციით დამკვიდრებულ სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში ბაზრობა-გამოფენებისთვის ნივთით/საქონლით ან მომსახურებით გარე ვაჭრობა
მუხლი 2
საკვირაო გარე ვაჭრობა
კვირის ერთი და იმავე  დღეს ყოველკვირეულად გამართული გარე ვაჭრობა
მუხლი 2
ნივთი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად განსაზღვრული ნივთი
მუხლი 2
საზოგადოებრივი სივრცე
სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ტერიტორია, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში მდებარე ქუჩა, მოედანი, სკვერი, პარკი,  ბაღი, ბუნებრივი და ხელოვნური ლანდშაფტი და სხვა მსგავსი ტიპის სივრცეები.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამარ ყეინიშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 19.11.2019 წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 31.08.2022 თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 28.06.2018 დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 16.12.2019 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 04.01.2019

დოკუმენტის ტექსტი

ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №58 2018 წლის 4 ივლისი ქ. ახმეტა ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა, ანორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „სუნელებისა და სანელებლების წარმოებასთან, გადამუშავებასა და ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით რისკის მართვის დროებითი ზომების მიღების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 07 თებერვლის №73 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილების გამოქვეყნებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 ნოემბრის №45 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 24/11/2011, 300400000.35.162.016069). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამარ ყეინიშვილი დანართი ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო წინამდებარე წესი არეგულირებს ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობისთვის ტერიტორიის განსაზღვრის, ასევე, საზოგადოებრივ სივრცეებში გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი საქონლის განთავსებისა და ტერიტორიის მოწყობის წესებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ა) გარე ვაჭრობასაქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივ სივრცეებში, მათ შორის, ისეთი ობიექტებიდან, რომლებიც მიწასთან მყარად არ არის დაკავშირებული და არ ქმნის მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა), არ ატარებს მუდმივ ხასიათს და არ გააჩნია მკაფიოდ გამოხატული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა; ბ) სეზონური გარე ვაჭრობა – ისეთი ნივთით/საქონლით  ან მომსახურებით გარე ვაჭრობა, რომელიც სპეციფიკურია წლის კონკრეტული დროის მონაკვეთისთვის; გ) სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში გარე ვაჭრობა – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეებში, ასევე ტრადიციით დამკვიდრებულ სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში ბაზრობა-გამოფენებისთვის ნივთით/საქონლით ან მომსახურებით გარე ვაჭრობა; დ) საკვირაო გარე ვაჭრობა – კვირის ერთი და იმავე  დღეს ყოველკვირეულად გამართული გარე ვაჭრობა; ე) ნივთი – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად განსაზღვრული ნივთი; ვ) საზოგადოებრივი სივრცე – სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ტერიტორია, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში მდებარე ქუჩა, მოედანი, სკვერი, პარკი,  ბაღი, ბუნებრივი და ხელოვნური ლანდშაფტი და სხვა მსგავსი ტიპის სივრცეები. მუხლი 3🔗. გარე ვაჭრობის რეგულირების მიზანი 1. წინამდებარე წესის მიზანია: ა) ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის იერსახის დაცვა; ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; გ) ფეხით მოსიარულეთათვის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა;   დ) ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სურსათის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვა; ე) საოჯახო წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციისათვის ხელშეწყობა. მუხლი 4🔗. გარე ვაჭრობა გარე ვაჭრობად ჩაითვლება საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივ სივრცეებში, მათ შორის, ისეთი ობიექტებიდან, რომლებიც მიწასთან მყარად არ არის დაკავშირებული და არ ქმნის მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს, ასევე ვაჭრობა მცირე არქიტექტურული ფორმებიდან, რომელიც არ საჭიროებს მზიდი ან საყრდენი სამშენებლო კონსტრუქციების აგებას  (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა). მუხლი 5🔗. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა 1. გარე ვაჭრობა და ბაზრობების მოწყობა დასაშვებია ახმეტის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, გარდა: ა) ქ. ახმეტაში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე (გარდა აგრარული ბაზრის წინ მდებარე (საკადასტრო კოდი 50.04.43.351) მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების 190 კვ.მ მიწის ნაკვეთისა); ბ) რელიგიურ-კულტურული მნიშვნელობის ძეგლებთან, სასწავლო-სააღმზრდელო და სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებებთან, სამედიცინო და სტაციონალურ დაწესებულებებთან, სასაფლაოებთან, სკვერებთან და ბაღებთან, სახელმწიფო და მუნიციპალური დანიშნულების შენობა-ნაგებობებთან 20-მეტრიან რადიუსში. 2. სეზონური გარე ვაჭრობა დაიშვება მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ადგილებში. 3. სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში გარე ვაჭრობა დაიშვება მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე. შენიშვნა: სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა დასაშვებია სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით. მუხლი 6🔗. გარე ვაჭრობის ორგანიზება 1. გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი ადგილები უნდა მოეწყოს ისე, რომ არ ამახინჯებდეს მუნიციპალიტეტის იერსახეს (კონკრეტული დასახლების ქალაქი/სოფელი ქუჩის ისტორიულ-კულტურული იერსახე, შენობათა ფასადები, შეფერილობა და სხვა) და არ აფერხებდეს ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას. 2. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე გარე ვაჭრობის საკითხი წინასწარ უნდა იქნეს შეთანხმებული სსიპ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან. 3. გარე ვაჭრობა უნდა განხორციელდეს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით. 4. არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებას საჭიროებს გარე ვაჭრობის მიზნით, საზოგადოებრივ ადგილებში სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში ბაზრობა-გამოფენებისთვის საჭირო დროებითი, მიწასთან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობების მოწყობა. 5. დაუშვებელია მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით გარე ვაჭრობა სათანადო და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვის გარეშე. 6. დაუშვებელია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სუნელებითა და სანელებლებით გარე ვაჭრობა. მუხლი 7🔗. გარე ვაჭრობის წესის დარღვევა 1. შესაბამისი ნებართვის გარეშე გარე ვაჭრობას წარმოადგენს წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული წესის მე-6 მუხლის მოთხოვნების დარღვევა, აგრეთვე  გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილების გარდა გარე ვაჭრობის განხორციელება სხვა ტერიტორიაზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედება გამოიწვევს ფიზიკური ან/და იურიდიული პირის დაჯარიმებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153​3 მუხლის შესაბამისად. მუხლი 8🔗. გარე ვაჭრობის კონტროლი  დადგენილების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილება.