„ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3058-რს
სარეგისტრაციო კოდი
470070000.05.001.018988
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/07/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.04.2014, სარეგისტრაციო კოდი: 470070000.05.001.017386) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისია

იქმნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები. ამ სახელმწიფო კომისიის დებულება მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.

2. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უზრუნველყოს იმ ფარმაცევტული პროდუქტის რეცეპტით გაცემის  სავალდებულოობის განსაზღვრა, რომლის შემადგენელი ერთი ან ერთზე მეტი ნივთიერება განეკუთვნება ამ კანონის №2 დანართით განსაზღვრულ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ქიმიურ ნაერთთა კლასს, მაგრამ რომელიც იმავდროულად არ ექვემდებარება რეცეპტით გაცემას.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

5 ივლისი 2018 წ.

N3058-რს