„ქონების ლეგალიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2764-IIს
სარეგისტრაციო კოდი
170040000.05.001.019041
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/07/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „ქონების ლეგალიზების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 11.07.2007, მუხ. 235) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია დამატებითი გარანტიების შექმნა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და სხვა კანონმდებლობით აღიარებული კერძო საკუთრების უფლების დაცვის უზრუნველსაყოფად.“.

2. მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ქონების ლეგალიზება – ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ქონებაზე კანონიერი საკუთრების უფლების დადასტურება, რომელიც შეიძლება შეიზღუდოს ან ჩამორთმეულ იქნეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

29 ივნისი 2018 წ.

N2764-IIს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქონების ლეგალიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „ქონების ლეგალიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.06.2018.
როდის იქნა მიღებული „ქონების ლეგალიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ქონების ლეგალიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.06.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2764-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 170040000.05.001.019041.
რამდენი მუხლისგან შედგება „ქონების ლეგალიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქონების ლეგალიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ქონების ლეგალიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.06.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „ქონების ლეგალიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2764-IIს, 29.06.2018, სარეგისტრაციო კოდი 170040000.05.001.019041 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4253403/