„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-613 |
|
2018 წლის 27 ივლისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის №1620-რს კანონის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :
„5. სამმართველოს შეიძლება ჰყავდეს საშტატო ნუსხით განსაზღვრული მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – იურისტი, მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (ანალიტიკოსი, საქმისმწარმოებელი), მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – ანალიტიკოსი, პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი – საქმისმწარმოებელი და გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (ჯგუფის უფროსი).
6. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის – იურისტის კომპეტენციაა:
ა) სამმართველოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ბ) სამმართველოს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში და სხვა ორგანოებში;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა საჩივრების, განცხადებების განხილვის უზრუნველყოფა ან/და განხილვაში მონაწილეობა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და სამართალდამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში სასამართლოში წარსადგენად შესაბამისი სარჩელის მომზადება;
ე) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით სამმართველოს მიერ გამოტანილი დადგენილებების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისა და მის აღსრულებაზე კონტროლის უზრუნველყოფა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სამმართველოს უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
7. მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის (ანალიტიკოსის, საქმისმწარმოებლის) კომპეტენციაა:
ა) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევების, შედგენილი ინსპექტირების აქტების აღრიცხვა, ამ მიზნით რეგულირების ობიექტების მონაცემთა ბაზის წარმოება;
ბ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვა;
გ) სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის მომზადების ორგანიზება;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვის ერთიანი საინფორმაციო ბანკში სამმართველოს მიერ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის წარდგენა ან/და გამოთხოვა;
ე) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციებისა და გასული დოკუმენტების აღრიცხვის განხორციელება;
ვ) სამმართველოს საქმისწარმოებისათვის გადაცემული ბეჭდებისა და შტამპების დადგენილი წესით გამოყენება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სამმართველოს უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
8. მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის – ანალიტიკოსის კომპეტენციაა:
ა) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევების, შედგენილი ინსპექტირების აქტების აღრიცხვა, ამ მიზნით რეგულირების ობიექტების მონაცემთა ბაზის წარმოება;
ბ) სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის მომზადების ორგანიზება;
გ) სამმართველოს მიერ გამოვლენილი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მისაწოდებელი ინფორმაციის მომზადების უზრუნველყოფა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, სამმართველოს უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
9. პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის – საქმისმწარმოებლის კომპეტენციაა:
ა) სამმართველოში შემოსული კორესპონდეციებისა და გასული დოკუმენტების აღრიცხვის განხორციელება;
ბ) იმ ბეჭდების, შტამპებისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვა, რომლებიც გამოიყენება სამმართველოს საქმისწარმოებისათვის;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, სამმართველოს უფროსის სხვა დავალებების შესრულება.“.
„10. გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის (ჯგუფის უფროსი) კომპეტენციაა:
ა) ამ დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კომპეტენცია;
ბ) პატრულირების განხორციელების პროცესში ინფორმაციის მიღება საპატრულო ეკიპაჟებისგან, პატრულირების მიმდინარეობის შესახებ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამისი წინადადებების მომზადება და სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსისათვის ან/და სამმართველოს უფროსისათვის მიწოდება;
გ) სამმართველოს უფროსთან ან/და სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსთან ერთობლივად შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და კომპეტენციის ფარგლებში საპატრულო ეკიპაჟებისათვის ოპერატიულად გადაცემა.“.
„კ1. საპატრულო ეკიპაჟის მიერ, პატრულირების დასრულებისას, იმავე დღესვე, უშუალო ხელმძღვანელისთვის ან სამმართველოს უფროსისთვის განხორციელებული პატრულირების შესახებ ანგარიშის (მოხსენებითი ბარათის სახით) წარდგენა, შესაბამის მასალებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში);“
|