„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის“ რატიფიცირების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის“ რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. რატიფიცირებულ იქნეს ევროპის საბჭოს 1985 წლის 15 ოქტომბრის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტია“ და ამავე ქარტიის მე-12 მუხლის შესაბამისად, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს გაეგზავნოს შეტყობინება საქართველოს მიერ ქარტიის შემდეგი 24 პუნქტის აღიარების თაობაზე:
ა) მე-12 მუხლის 1-ლ პუნქტში განსაზღვრული სავალდებულო პუნქტებიდან: მე-2 მუხლი, მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები, მე-4 მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 პუნქტები, მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტი, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-9 მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტები, მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტი, მე-11 მუხლი;
ბ) დამატებ ი თი პუნქტებიდან: მე-4 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტები, მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი, მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები, მე-8 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები, მე-9 მუხლის მე-4, მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტები.
2. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე საქართველო იხსნის პასუხისმგებლობას აღნიშნულ ტერიტორიებზე „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის“ ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2004 წლის 26 ოქტომბერი .
№ 515–IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის“ რატიფიცირების თაობაზე?
- დიახ, საქართველოს პარლამენტის დადგენილება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის“ რატიფიცირების თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.10.2004.
- როდის იქნა მიღებული „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის“ რატიფიცირების თაობაზე?
- „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის“ რატიფიცირების თაობაზე მიღებულია 26.10.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №515. სარეგისტრაციო კოდი — 00000000.00(0).000.000000.
- სად არის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის“ რატიფიცირების თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.10.2004 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პარლამენტის დადგენილება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის“ რატიფიცირების თაობაზე, №515, 26.10.2004, სარეგისტრაციო კოდი 00000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.10.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/42658/