ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.07.2018
გამომცემი ორგანო ტყიბულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №60
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.125.016326
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/08/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.07.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია კობახიძე | ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის ოდენობის დადგენის, მოსაკრებლისაგან განთავისუფლების ან შეღავათის დაწესების და მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №60
2018 წლის 27 ივლისი
ქ. ტყიბული
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 პუნქტების, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვისათვის მოსაკრებელი.
მუხლი 2🔗
განისაზღვროს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობა და დამტკიცდეს მისი გადახდის ინსტრუქცია დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 16 მარტის №48 დადგენილება.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენატალია კობახიძე
დანართი №1
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობა და მისი გადახდის ინსტრუქცია
მუხლი 1🔗.
ზოგადი ნაწილი
1. მშენებლობის ნებართვა არის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით გაცემული დოკუმენტი, რომელიც უფლებას აძლევს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, განახორციელოს შენობა-ნაგებობების მშენებლობა ნებართვაში მითითებულ ვადებში.
2. მშენებლობის ნებართვა ადასტურებს, მისი მიმღების მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ნებართვაში მითითებულ ვადებში სამშენებლო სამუშაოების განხორციელების უფლებას.
მუხლი 2🔗.
მშენებლობის ნებართვის გაცემის ობიექტი
1. მშენებლობის ნებართვა გაიცემა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ობიექტებზე.
2. მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლით დაბეგვრის ობიექტია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური და იურიდიული პირი.
მუხლი 3🔗.
მოსაკრებლის გადამხდელი
მოსაკრებლის გადამხდელია მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მაძიებელი (მესაკუთრე) ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომელსაც სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად სჭირდება მშენებლობის ნებართვა.
მუხლი 4🔗.
მოსაკრებლის ოდენობა
1.მოსაკრებლის ოდენობა ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებულ განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის შეადგენს 3 ლარს, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის–5 ლარს.
2. ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისათვის შეადგენს 1 ლარს.
3. ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, მოსაკრებლის ოდენობა II კლასის ობიექტებისთვის შეადგენს 50 ლარს, III კლასის ობიექტებისთვის 200 ლარს, ხოლო IV კლასის ობიექტებისთვის 400 ლარს.
მუხლი 5🔗.
მოსაკრებლის გადახდის წესი და ვადები
1. მოსაკრებელი ჩაირიცხება ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, შესაბამის სახაზინო კოდზე თანხის შეტანით.
2. მოსაკრებელი გადაიხდევინება წინასწარ, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მიერ გადამხდელისათვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებამდე.
3. მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელია ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური.
მუხლი 6🔗.
მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება და შეღავათები
მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია:
ა) სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა, თუ ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობი არ აღემატება დაზიანებული ობიექტით დაკავებულ ფართობს;
ბ) მოსაკრებლის განაკვეთი 50%-ით მცირდება სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის ნაცვლად ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებულ განაშენიანების დამატებით ფართობზე, რომლითაც იგი აღემატება დაზიანებული ობიექტით დაკავებულ ფართობს.
მუხლი 7🔗.
მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
მუხლი 8🔗.
მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტის წესი
1. მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებული სადავო საკითხები წყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. უკანონოდ ან კანონის დარღვევით შემოღებული ადგილობრივი მოსაკრებლის სახით გადახდილი თანხა გადამხდელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უბრუნდება ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთი თვის ვადაში.