„სს ბაღდათის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ (მეოთხედ)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
2018 წლის 24 ივლისი
„სს ბაღდათის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ (მეოთხედ)
აქციონერთა საერთო კრება გაიმართება 2018 წლის 23 აგვისტოს, 12.00 საათზე, ბაღდათის რაიონში, სოფ. ქვედა დიმში, საზოგადოების ადმინისტრაციულ შენობაში (ადმინისტრაციული შენობა, I სართული).
სს „ბაღდათის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ აქციონერთა სააღრიცხვო დღე დადგინდეს 2018 წლის 23 ივნისი. საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება, ხმის უფლება და სხვა მონაცემები აქციონერებს შეუძლიათ შეამოწმონ აქციათა რეგისტრატორთან მისამართზე: ბაღდათი ქვ. დიმი. ტელ.: 595712717.
საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ აქციონერებს, რომლებსაც საზოგადოების აქციებზე საკუთრების უფლება ჰქონდათ სააღრიცხვო დღისათვის.
დამატებითი ინფორმაციისათვის აქციონერებს შეუძლიათ მიმართონ საზოგადოების ადმინისტრაციას მისამართზე: ბაღდათის რაიონში, სოფ. ქვედა დიმი, ------- (ადმინისტრაციული შენობა, I სართული), ტელ.: 595712717.
სს „ბაღდათის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ აქციონერთა საერთო კრებაზე დღის წესრიგში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
1. სს „ბაღდათის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების გადარჩევის შესახებ.
2. სხვადასხვა მიმდინარე საკითხების განხილვა.
სს ,,ბაღდათის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ სამეთვალყურეო საბჭოს და დირექტორის რეკომენდაციები:
აქციონერებს, რომლებსაც სურთ დღის წესრიგში დამატებითი საკითხების განხილვა, საერთო კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე გთხოვთ წერილობით აცნობოთ სს „ბაღდათის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ ადმინისტრაციას.
აქციონერებს გთხოვთ დაესწროთ საერთო კრებას და დაუჭიროთ მხარი დღის წესრიგის საკითხების დადებითად გადაწყვეტას.
სს „ბაღდათის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ სამეთვალყრეო საბჭო და დირექტორი
დირექტორი: დავით კიკნაველიძე [-----------------------------].