„დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 იანვარი №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №65 |
|
2018 წლის 27ივლისი ქ. ბაღდათი |
1.დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი თავის სათაური(ზოგადი დებულებები დასახლებისათვის, სადაც რეგისტრირებულია 501-მდე ამომრჩეველი) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზოგადი დებულებები დასახლებისთვის, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება 500-ს“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის (საერთო კრების უფლებამოსილება) პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ღ) მოისმინოს მუნიციპალიტეტის მერის მიერ ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელის წარდგენილი ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ;“.
3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის (ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ის მიერ საერთო კრების მოწვევა):
ა) მე-5პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საინიციატივო ჯგუფზე ინიციატივის რეგისტრაციის ცნობას გასცემს მუნიციპალიტეტის მერი ან/და მის მიერ უფლებამოსილი მოხელე/სტრუქტურული ერთეული, შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.“;
ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საინიციატივო ჯგუფის წევრს უფლება აქვს, რეგისტრაციაზე მუნიციპალიტეტის მერის ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელის/სტრუქტურული ერთეულის უარი გაასაჩივროს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.“.
4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის (რჩეულის მიერ საერთო კრების მოწვევა):
ა) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. რჩეული საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს, ან/და მის მიერ უფლებამოსილ მოხელეს/სტრუქტურულ ერთეულს. საერთო კრების მოწვევის შესახებ რჩეულის ინიციატივა მიიღება ცნობად და მას რეგისტრაცია არ ესაჭიროება.“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კრების გამართვამდე 1 თვით ადრე მაინც, რჩეული მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს განცხადებას საერთო კრების მოწვევის შესახებ.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 იანვარი №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 იანვარი №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.07.2018.
- როდის იქნა მიღებული „დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 იანვარი №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 იანვარი №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.07.2018. მიმღები ორგანო — ბაღდათის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №65. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.124.016341.
- რამდენი მუხლისგან შედგება „დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 იანვარი №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 იანვარი №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 იანვარი №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.07.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 იანვარი №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №65, 27.07.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.124.016341 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.07.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4275290/