1. მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.
2. არქიტექტურული პროექტის შესათანხმებლად მშენებლობის ნებართვის მაძიებელი მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგენს განცხადებას. ეს განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. ამ განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) არქიტექტურული პროექტი;
ბ) ამ კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „გ“, „ვ“, „თ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებითა და მე-5 ნაწილით განსაზღვრული დოკუმენტები.
3. არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილება, ამ კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, მიღებული უნდა იქნეს 17 სამუშაო დღის ვადაში.
4. წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ნუსხასთან შესაბამისობისა და ხარვეზის დადგენისთვის გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით გათვალისწინებული წესები.
5. თუ ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ ვადაში არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ, არქიტექტურული პროექტი შეთანხმებულად ჩაითვლება.
6. შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის მოქმედების ვადა სანებართვო წარმოების III სტადიის დაწყებამდე მისი დამტკიცებიდან 5 წელია.
საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2738 – ვებგვერდი, 18.04.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.04.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 05.04.2023 კანონი №2738
წინა რედაქცია (13.08.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 108. ადმინისტრაციული წარმოება არქიტექტურული პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებით 1. მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით. 2. არქიტექტურული პროექტის შესათანხმებლად მშენებლობის ნებართვის მაძიებელი მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგენს განცხადებას. ეს განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. ამ განცხადებას უნდა დაერთოს: ა) არქიტექტურული პროექტი; ბ) ამ კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „გ“, „ვ“, „თ“, „ლ“ და „თ მ“ ქვეპუნქტებითა და მე-5 ნაწილით განსაზღვრული დოკუმენტაცებია . 3. არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილება, ამ კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, მიღებული უნდა იქნეს 17 სამუშაო დღის ვადაში. 4. წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ნუსხასთან შესაბამისობისა და ხარვეზის დადგენისთვის გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით გათვალისწინებული წესები. 5. თუ ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ ვადაში არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ, არქიტექტურული პროექტი შეთანხმებულად ჩაითვლება. 6. შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის მოქმედების ვადა სანებართვო წარმოების III სტადიის დაწყებამდე მისი დამტკიცებიდან 5 წელია.