1. მულტიმუნიციპალური/მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმით დადგენილი მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა იერარქიულად ქვემდგომი ქალაქთმშენებლობითი გეგმებისათვის.

2. იერარქიულად ქვემდგომი ქალაქთმშენებლობითი გეგმებით შეიძლება დადგინდეს განსხვავებული მოთხოვნები, თუ ასეთი შესაძლებლობა გათვალისწინებულია მულტიმუნიციპალური/მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმით ან თუ განსხვავებული მოთხოვნების დადგენით არ იცვლება მისი ძირითადი არსი.

3. იერარქიულად ქვემდგომი ქალაქთმშენებლობითი გეგმებით მულტიმუნიციპალური/მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის მოთხოვნებისგან არსებითად განსხვავებული მოთხოვნების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ამ მულტიმუნიციპალური/მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმაში შესაბამისი ცვლილების შეტანის შემდე