მუხლი 98. სანებართვო დოკუმენტაციის შედგენის უფლებამოსილების მქონე პირი
თავი XI — მშენებლობის ნებართვის გაცემის პირობები და საფუძველი
1. I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის შეტყობინებისთვის თანდართული დოკუმენტაციის მომზადების უფლება აქვს ნებისმიერ პირს. ეს პირი ვალდებულია უზრუნველყოს მშენებლობის შეტყობინებისთვის თანდართული დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად მომზადება.
2. II, III, IV კლასის შენობა-ნაგებობის არქიტექტურული ესკიზის/არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის ან/და მისი ნაწილის შემუშავების უფლება აქვს, შესაბამისად, არქიტექტორსა და ინჟინერ-კონსტრუქტორს.
3. სანებართვო დოკუმენტაციის შედგენის უფლებამოსილების მქონე პირი პასუხისმგებელია მის მიერ შედგენილი დოკუმენტის ტექნიკურ რეგლამენტებთან შესაბამისობაზე.
4. არქიტექტურულ და კონსტრუქციულ პროექტებზე საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისა
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (20.07.2018).
წინა რედაქცია (13.08.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 98. სანებართვო დოკუმენტაციის შედგენის უფლებამოსილების მქონე პირი 1. I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის შეტყობინებისთვის თანდართული დოკუმენტაციის მომზადების უფლება აქვს ნებისმიერ პირს. ეს პირი ვალდებულია უზრუნველყოს მშენებლობის შეტყობინებისთვის თანდართული დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად მომზადება. 2. II, III, IV კლასის შენობა-ნაგებობის არქიტექტურული ესკიზის/არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის ან/და მისი ნაწილის შემუშავების უფლება აქვს, შესაბამისად, არქიტექტორსა და ინჟინერ-კონსტრუქტორს. 3. სანებართვო დოკუმენტაციის შედგენის უფლებამოსილების მქონე პირი პასუხისმგებელია მის მიერ შედგენილი დოკუმენტის ტექნიკურ რეგლამენტებთან შესაბამისობაზე. 4. არქიტექტურულ და კონსტრუქციულ პროექტებზე საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად .
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 16. სანებართვო პირობები. ნებართვის მფლობელის უფლება-მოვალეობები— ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“, მუხლი 98, №3213-რს, 20.07.2018, სარეგისტრაციო კოდი 330090000.05.001.019104 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4276845/muxli-98/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია