თავი XI — მშენებლობის ნებართვის გაცემის პირობები და საფუძველი
1. მშენებლობის მარტივი შეტყობინებისა და მშენებლობის დეტალური შეტყობინებისთვის თანდართული დოკუმენტაციის ნუსხა, მისი შინაარსი და მშენებლობის შეთანხმების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. თუ მშენებლობის შეტყობინებით გათვალისწინებული მშენებლობა არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიიღოს უარყოფითი გადაწყვეტილება.
3. მშენებლობის შეტყობინების თაობაზე პასუხის დადგენილ ვადაში გაუცემლობის შემთხვევაში განმცხადებელი უფლებამოსილია დაიწყოს მშენებლობის შეტყობინებით გათვალისწინებული მშენებლობა. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, მშენებლობის ნებართვის მაძიებლის მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გასცეს წერილობითი თანხმობა მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში მშენებლობის შეტყობინებით გათვალისწინებული მშენებლობა უნდა წარიმართოს წარდგენილი დოკუმენტაციისა და მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების შესაბამისად. წარდგენილი დოკუმენტაცია უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას.
5. მშენებლობის ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილია, მშენებლობის მარტივი შეტყობინების ან მშენებლობის დეტალური შეტყობინების ნაცვლად, მოითხოვოს მშენებლობის ნებართვის მიღება. ამ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის მაძიებელი ვალდებულია შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინოს ამ კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დოკუმენტაცია.
6. მშენებლობის შეტყობინების მოქმედების ვადაა ამ შეტყობინების ჩაბარებიდან 1 წელ
მთავარი მონაცემები
ვადა3 სამუშაო დღის ვადაში
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (20.07.2018).
წინა რედაქცია (13.08.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 95. მშენებლობის შეტყობინების ზოგადი წესი 1. მშენებლობის მარტივი შეტყობინებისა და მშენებლობის დეტალური შეტყობინებისთვის თანდართული დოკუმენტაციის ნუსხა, მისი შინაარსი და მშენებლობის შეთანხმების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. თუ მშენებლობის შეტყობინებით გათვალისწინებული მშენებლობა არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიიღოს უარყოფითი გადაწყვეტილება. 3. მშენებლობის შეტყობინების თაობაზე პასუხის დადგენილ ვადაში გაუცემლობის შემთხვევაში განმცხადებელი უფლებამოსილია დაიწყოს მშენებლობის შეტყობინებით გათვალისწინებული მშენებლობა. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, მშენებლობის ნებართვის მაძიებლის მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გასცეს წერილობითი თანხმობა მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში მშენებლობის შეტყობინებით გათვალისწინებული მშენებლობა უნდა წარიმართოს წარდგენილი დოკუმენტაციისა და მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების შესაბამისად. წარდგენილი დოკუმენტაცია უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას. 5. მშენებლობის ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილია, მშენებლობის მარტივი შეტყობინების ან მშენებლობის დეტალური შეტყობინების ნაცვლად, მოითხოვოს მშენებლობის ნებართვის მიღება. ამ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის მაძიებელი ვალდებულია შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინოს ამ კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დოკუმენტაცია. 6. მშენებლობის შეტყობინების მოქმედების ვადაა ამ შეტყობინების ჩაბარებიდან 1 წელი .
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(2)
საქმე №ბს-59(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.07.2025
…საკასაციო საჩივრის სამართლებრივი გამართულობის დადასტურების მიზნით, კასატორმა მოიხმო საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 93-ე მუხლის მე-4 ნაწილი, 94-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 95-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 96-ე მუხლის მე-6 ნაწილი, 122-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 125-ე მუხლის მე-4 ნაწილი, 125-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 127-ე მუხლის მე-2 ნაწილის…
საქმე №ბს-1006(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.02.2024
…ნაცვლად სხვა რაიმე ვალდებულება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არ დაუდგენია. შესაბამისად, დ. ჭ-ეისა და ლ. ბ-ეის მიერ დაგეგმილი მშენებლობა ექვემდებარებოდა მშენებლობის მარტივ შეტყობინებას. საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 95-ე მუხლზე (მშენებლობის შეტყობინების ზოგადი წესი) სადაც კანონმდებელმა განმარტა…
საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“, მუხლი 95, №3213-რს, 20.07.2018, სარეგისტრაციო კოდი 330090000.05.001.019104 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4276845/muxli-95/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია