აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.07.2018
გამომცემი ორგანო აბაშის მუნიციპალიტეტი
ნომერი №33
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.110.016361
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/08/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.07.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაშვილი | აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 09.11.2015
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ყვარლის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ შუახევის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის დებულების დამტკიცების შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №33
2018 წლის 27 ივლისი
აბაშა
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდის თანდართული დებულება
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 9 ნოემბრის №40 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა კვიტაშვილი
დანართი
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება ადგენს აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდის (შემდგომში – ვებგვერდი) შევსების, ორგანიზებისა და გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს.
2. ვებგვერდის დანიშნულებაა:
ა) მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის, მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარების, თვითმმართველობის ორგანოების, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის და ყველა დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისათვის;
ბ) მუნიციპალიტეტის მერიის მუდმივი კავშირის უზრუნველყოფა თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და საწარმოებთან; საშუალება მისცეს მოსახლეობას და იურიდიულ პირებს შეუფერხებლად მიმართონ და მიაწოდონ წინადადებები მუნიციპალიტეტის ორგანოებს და თანამდებობის პირებს მუნიციპალიტეტში არსებული მიმდინარე პრობლემების და მისაღებ გადაწყვეტილებათა პროექტების შესახებ; თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება.
3. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ვებგვერდის მისამართია: www.abasha.ge.
მუხლი 2🔗.
ვებგვერდის ადმინისტრირება
1. ვებგვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო განყოფილება.
2. ვებგვერდის ადმინისტრირება მოიცავს:
ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას;
ბ) ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას;
გ) ინფორმაციის განთავსებას;
დ) ვებგვერდზე შემოსული წინადადებების და წერილების სისტემატიზაციას და გადაცემას მერისათვის;
ე) ვებგვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლის, გაყალბების, დამახინჯების, წაშლის და დაბლოკვისაგან.
მუხლი 3🔗.
ინფორმაციის წყაროები, კატეგორიები და სტატუსი
1. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არის აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრება. იგი საჯარო და უსასყიდლოა.
2. ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას შეიძლება ჰქონდეს ოფიციალური (შესაბამისი მითითებით) ან არაოფიციალური სტატუსი.
3. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. საინფორმაციო საშუალებებს უფლება აქვთ გამოიყენონ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით.
4. ვებგვერდის შევსების წყაროებია:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;
ბ) აბაშის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები;
გ) აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები;
დ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ინტერნეტრესურსები;
ე) საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციები;
ვ) აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოები, დაწესებულებები და
ორგანიზაციები.
5. ვებგვერდის ინფორმაცია განახლების მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) მუდმივად განახლებადი;
ბ) ყოველკვირეული;
გ) ყოველთვიური.
მუხლი 4🔗.
ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება
1. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულები უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებების, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების და ინტერნეტ-რესურსების, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის და საინფორმაციო განყოფილებისათვის მიწოდებას მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე განსათავსებლად.
2. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხოლო ვებვერდზე დროულ განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო განყოფილება.
3. ინფორმაციის მიწოდების ვადებია:
ა) მუდმივად განახლებადის – ყოველი დღის 12.00 სთ.
ბ) ყოველკვირეულის – ყოველი სამშაბათის 12.00 სთ.
გ) ყოველთვიურის – ყოველი თვის 15 რიცხვის 12.00 სთ.
დ) ფორს-მაჟორის დროს საჭიროებისამებრ.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წყაროების გარდა, სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის განთავსება ვებგვერდზე ხორციელდება მერის გადაწყვეტილების შესაბამისად.
მუხლი 5🔗.
ვებგვერდის სტრუქტურა
მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდი იყოფა შემდეგ განყოფილებებად და ქვეგანყოფილებებად:
მთავარი განყოფილება
ა) ინფრასტრუქტურა
ა.ა) კომუნალური საწარმოები:
წყალმომარაგება;
კეთილმოწყობა.
ა.ბ) ტრანსპორტი:
რკინიგზის სადგური;
კერძო ტრანსპორტი;
ავტოტრანპორტი.
ა.გ) კავშირგაბმულობის ობიექტები;
ა.დ) საგზაო სამმართველო;
ა.ე) გაზმომარაგება;
ბ) ჩვენს შესახებ;
ბ.ა) ზოგადი ინფორმაცია;
ბ.ბ) გეოგრაფიული მდებარეობა;
ბ.გ) ისტორია;
გ) ბიზნესი;
გ.ა) მცირე და საშუალო წარმოება;
გ.ბ) სიმბოლიკა:
გერბი;
დროშა.
გ.გ) სავაჭრო ობიექტები;
გ.დ) ბანკები;
გ.ე) კაფე-ბარები;
გ.ვ) სასტუმროები;
დ) ტურიზმი;
ე) კონტაქტი (მუნიციპალიტეტის მერიის ელ. ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომრები და სხვა საკონტაქტო მონაცემები);
ვ) არქივი.
2. თვითმმართველობის განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) ადმინისტრაციული ერთეულები;
ბ) მერიის სამსახურები (მერი, მერის მოადგილეები, სტრუქტურული ერთეულებისა და განყოფილებების ხელმძღვანელები და მისი თანამშრომლები (პროფესია, სამსახურის ტელეფონი, მისამართი) .
გ) საკრებულო;
დ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები;
ე) ბიუჯეტი;
ვ) ვაკანსია;
ზ) საგარეო ურთიერთობები;
თ) განათლება და მეცნიერება;
თ.ა) განათლების რესურსცენტრი;
თ.ბ) საჯარო სკოლები;
თ.გ) კერძო სკოლები;
თ.დ) ბაღები;
ი) რელიგია;
კ) საზოგადოება;
კ.ა) არასამთავრობო ორგანიზაციები;
კ.ბ) მედია;
ლ) გაზეთი „აბაშის მაცნე“;
მ) მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო;
ნ) ტენდერები;
ო) სოციალური სფერო;
ო.ა) ჯანდაცვის ობიექტები;
ო.ბ) ამბულატორიები;
ო.გ) სასწრაფო დახმარება;
ო.დ) სოციალური უზრუნველყოფა;
ო.ე) სადაზღვევო სფერო;
პ) კულტურა და სპორტი;
პ.ა) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები;
პ.ბ) მუზეუმები;
პ.გ) ანსამბლები;
პ.დ) ბიბლიოთეკები;
პ.ე) კულტურის ცენტრი;
პ.ვ) სპორტული ობიექტები;
პ.ზ) გამოჩენილი სპორტსმენები;
პ.თ) სპორტული კლუბები;
პ.ი) ხელოვნების სკოლები.
ჟ) მართლწესრიგი;
ჟ.ა) პოლიცია;
ჟ.ბ) სასამართლო;
ჟ.გ) ადვოკატურა;
რ) სასარგებლო ბმულები.
მუხლი 6🔗.
დასკვნითი დებულებები
1. ვებგვერდის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
2. დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება დებულების დამტკიცებისათვის დადგენილი წესით.