საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მოსამზადებელი კურსების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 02.08.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №11/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017568
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/08/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.08.2018 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ერთობლივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის შემუშავებისა და დამტკიცების წესის გასაზღვრის თაობაზე ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის დამტკიცების თაობაზე რეზერვისტის სპეციალური მომზადების პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მოსამზადებელი კურსების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი
ბრძანება №11ნ/№83
2018 წლის 2 აგვისტო
ქ. თბილისი
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მოსამზადებელი კურსების დამტკიცების შესახებ
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 481 მუხლის მე-3 პუნქტის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (ქუთაისი, 13 ივნისი 2018 წ., №2523-IIს) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებთ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მოსამზადებელი კურსები ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილისაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია
დანართი
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მოსამზადებელი კურსები
1.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მოსამზადებელი კურსების (შემდგომში –
მოსამზადებელი კურსები) ჩატარებას ორგანიზებას უწევს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური (შემდგომში –
მანდატურის სამსახური).
2.
მოსამზადებელი კურსების ფარგლებში სწავლების მეთოდიკასა და საათობრივ დატვირთვას განსაზღვრავს მოსამზადებელი კურსების განმახორციელებელი, მანდატურის სამსახურთან შეთანხმებით.
3.
მოსამზადებელი კურსი შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან:
ა)
ფიზიკური მომზადება;
ბ) ზოგადი განათლების სისტემა, საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულები და მათი კომპეტენციები;
გ) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფუნქციები, მიზნები, ამოცანები, სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებები;
დ) მანდატურის როლი სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის საკითხებში, მანდატურის გარანტიები, უფლება-მოვალეობები და მათი განხორციელების წესი;
ე) ადამიანისა და მოსწავლეთა უფლებები, მოსწავლეთა ქცევის წესები და დისციპლინა სკოლაში;
ვ) დანაშაული და ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციფიკა;
ზ) მანდატურის მიერ სამართალდარღვევაზე რეაგირების წესი, ადმინისტრაციულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობა;
თ) ოჯახში ძალადობა და ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები;
ი) ბულინგი;
კ) სამოქალაქო თავდაცვა;
ლ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება;
მ) ჯანსაღი ცხოვრების წესი;
ნ) პირველადი სამედიცინო დახმარება;
ო) ბავშვთა და მოზარდთა ასაკობრივი განვითარების კანონზომიერებები;
პ) ანტისოციალური ქცევა მოზარდებში;
ჟ) კონფლიქტური სიტუაციები სკოლაში და მათი მართვა;
რ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან ურთიერთობის სპეციფიკა;
ს) ეფექტური კომუნიკაცია.