„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №64 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №34
2010 წლის 11 თებერვალი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №64 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №64 დადგენილებით (სსმ III, 2006 წელი, №35, მუხლი 430) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„დ) ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ აწყობს სამეცნიერო და ტექნოლოგიური განვითარების სფეროში მიღწევათა გამოფენებს, სემინარებს, კონგრესებს, სიმპოზიუმებსა და სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებს და მონაწილეობას იღებს პარტნიორი ქვეყნების ანალოგიური ხასიათის ღონისძიებებში, ხელს უწყობს მეცნიერთა გაცვლის პროცესს;“;
ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის დ1 ქვეპუნქტი:
„დ1) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით ამყარებს საქმიან კონტაქტებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო და არასახელმწიფო სტრუქტურებთან;“.
2. მე-4 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.
11. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, საქართველოს მთავრობის კვოტით თანამ-დებობრივად შედის სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობაში და თავმჯდომარეობს სამეცნიერო საბჭოს სხდომებს. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, სხდომას თავმჯდომარეობს თავმჯდომარის მოადგილე.“;
გ) მე-4 მუხლს:
გ.ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 და 112 პუნქტები:
„111. სამეცნიერო საბჭო, წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით, საკუთარ წევრთაგან ირჩევს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს.
112. სამეცნიერო საბჭო, წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით, საკუთარ წევრთაგან ირჩევს სამეცნიერო საბჭოს მდივანს. სამეცნიერო საბჭოს მდივნის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს სამეცნიერო საბჭოს დავალებით ასრულებს სამეცნიერო საბჭოს ერთ-ერთი წევრი.“;
გ.ბ) დაემატოს მე-15 პუნქტი:
„15. სამეცნიერო საბჭოს სხდომის დროს იწარმოება სხდომის ოქმი, რომელიც ფორმდება სხდომის გამართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. სამეცნიერო საბჭოს სხდომის ოქმს ხელს აწერენ სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.“.
3. მე-5 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ფონდის წარმომადგენლობისათვის უფლებამოსილი პირია და მის საქმიანობას ხელმძღვანელობს ფონდის დირექტორი, რომელსაც 4 წლის ვადით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ერთი და იგივე პირი ფონდის დირექტორად შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.“;
ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით აცხადებს საგრანტო კონკურსებს;“;
დ) მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორის მოადგილე(ებ)ს. ფონდის დირექტორის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოადგილე ასრულებს დირექტორის მოვალეობას;“;
ე) მე-3 პუნქტის „თ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) ფონდის ბიუჯეტის შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ფონდის საშტატო განრიგს და ამ განრიგით გათვალისწინებულ თანამშრომელთა ანაზღაურების ოდენობებს;
ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფონდის თანამშრომლებთან აფორმებს და წყვეტს შრომით ხელშეკრულებებს, საჭიროების შემთხვევაში აწყობს კონკურსს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს. ამტკიცებს ფონდის შინაგანაწესს;
კ) სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობას წარუდგენს ფონდის მუშაობის ყოველწლიურ ანგარიშს;“;
ვ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ლ1 ქვეპუნქტი:
„ლ1) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;“.
4. წესდებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:
„მუხლი 51. ინტერესთა კონფლიქტი
დაუშვებელია ფონდის მიერ გამოცხადებული საგრანტო პროექტების კონკურსში ამავე ფონდის თანამშრომლის მონაწილეობა.“.
5. მე-9 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;“;
ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური