2018-2019 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 09.08.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №412
სარეგისტრაციო კოდი 430210000.10.003.020728
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/08/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.08.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამის მოდული | სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა (ლარი) |
| ქართული ენა, ლიტერატურა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური) | 2150 |
| მათემატიკა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური) | 2150 |
| გეოგრაფია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) | 2250 |
| ისტორია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) | 2150 |
| ფიზიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) | 2250 |
| ბიოლოგია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) | 2250 |
| ქიმია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) | 2250 |
| სამოქალაქო განათლება (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) | 2250 |
| სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება | 1900 |
| სპორტი | 1850 |
| ინგლისური ენა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური) | 2250 |
| გერმანული ენა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური) | 2250 |
| რუსული ენა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური) | 2250 |
| ფრანგული ენა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური) | 2250 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
2017-2018 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ 2020-2021 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ 2019-2020 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ 2023-2024 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ 2022-2023 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
2018-2019 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №412
2018 წლის 9 აგვისტო
ქ. თბილისი
2018-2019 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირების განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით:
1. 2018-2019 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა განისაზღვროს 1,498,500 ლარის ოდენობით.
2. 2018-2019 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს შემდეგი ოდენობების (შემდგომში – სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა) მიხედვით:
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამის მოდული
სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა (ლარი)
ქართული ენა, ლიტერატურა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
2150
მათემატიკა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
2150
გეოგრაფია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
2250
ისტორია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
2150
ფიზიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
2250
ბიოლოგია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
2250
ქიმია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
2250
სამოქალაქო განათლება (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
2250
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
1900
სპორტი
1850
ინგლისური ენა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
2250
გერმანული ენა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
2250
რუსული ენა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
2250
ფრანგული ენა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
2250
ქართული, როგორც მეორე ენა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
2250
მუსიკა
2150
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
2200.
3. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამის მოდულის საფასურის განსაზღვრა საქართველოს მოქალაქეებისათვის უზრუნველყონ არა უმეტეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობების შესაბამისად.
4. თუ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე კერძო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი სწავლის საფასური აღემატება შესაბამისი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობას, სახელმწიფო მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სწავლის საფასურს დაფარავს მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის ფარგლებში.
5. თუ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი სწავლის საფასური ნაკლებია შესაბამის სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობაზე, სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა გაუტოლდება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის საფასურს.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე