📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვით და მშენებლობის ნებართვის გარეშე

მიღების თარიღი 15.08.2018
ძალის დაკარგვა 09.09.2020
გამომცემი ორგანო ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №34
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.128.016349
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/08/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 470 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.08.2018 მიღება
09.09.2020 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვით და მშენებლობის ნებართვის გარეშე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №34 2018 წლის 15 აგვისტო დაბა ხარაგაული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვით და მშენებლობის ნებართვის გარეშე საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის მე-2,  2​1 და მე-3 პუნქტების, 66-ე მუხლის მე-9 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 1. განისაზღვროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობებისა და I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა სახეობები, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვით ან ნებართვის გარეშე. 2. ამ დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს. მუხლი 2🔗 პირველ კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობები, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის პროცედურების გარეშე განისაზღვროს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე და 66-ე მუხლების შესაბამისად. მუხლი 3🔗 1. თუ სამშენებლო მიწის ნაკვეთი მდებარეობს: ა) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების ღერძულა ხაზიდან 50-მეტრიან ზონაში, I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის ასაშენებლად (გარდა იმ შენობა-ნაგებობისა, რომელთა მშენებლობა გათვალისწინებულია სახელმწიფო ან/და ადგილობრივი ბიუჯეტიდან და I  კლასს დაქვემდებარებული ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ: IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების და კავშირგაბმულობის ხაზების მშენებლობისა) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რომელიც გაიცემა II კლასის მშენებლობისათვის დადგენილი წესით; ბ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და საკურორტო ზონებში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ ზონებში შენობა-ნაგებობის მშენებლობა/მონტაჟი აკრძალულია ან შეზღუდულია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რომელიც გაიცემა II კლასის მშენებლობისათვის დადგენილი წესით. 2. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, დამკვეთის მიერ I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის შესახებ განცხადებასთან ერთად ნებართვის გამცემი ორგანოსათვის დამატებით უნდა იქნეს წარდგენილი შემდეგი დოკუმენტაცია: ა) მიწის ნაკვეთის საკუთრების ან/და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; საჭიროების შემთხვევაში მიწის ნაკვეთის ან/და არსებული საინჟინრო-საკომუნიკაციო ნაგებო(ბე)ბის მესაკუთრეთა ან/და ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობა, საზოგადოებრივი სივრცის გამოყენების შემთხვევაში ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანხმობა; ბ) სიტუაციური გეგმა ექსპლიკაციით; გ) სანებართვო ობიექტის საპროექტო ტერიტორიაზე განთავსების სიტუაციური გეგმა (გაბარიტული ზომებისა და საზოგადოებრივ საზღვართან მიბმის ჩვენებით, ტერიტორიის მოწყობის ჩვენებით); დ) საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა/დასკვნა ან/და ცნობა სამშენებლო მოედნის სტიქიური გეოლოგიური საშიშროების ზონაში არმდებარეობის შესახებ. მუხლი 4🔗 დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 ოქტომბრის №37 დადგენილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 18/10/2011, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.128.016069); ბ) ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 9 იანვრის №3 დადგენილება „I-ლი კლასის შენობა/ნაგებობათა,  ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 23/01/2012, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.128.01607). მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანანა ბარბაქაძე