ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №37 |
|
2018 წლის 16 აგვისტო ქ. ონი
|
|
ა ) საქონლის რეალიზაცია /მომსახურების გაწევა საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსებული ისეთი ობიექტებიდან , რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლის შესაბამისად მიწასთან მყარად არ არის დაკავშირებული და ამავე კოდექსის 150-ე მუხლის შესაბამისად არ ქმნის მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს (ჯიხური , მაცივარი , სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი , საქონლის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი , დახლი და სხვა );
ბ ) საქონლის რეალიზაცია /მომსახურების გაწევა საზოგადოებრივი ტრასპორტის გაჩერებისათვის განკუთვნილი ადგილიდან ან /და მასზე განთავსებული ნაგებობიდან .
ა ) მუნიციპალიტეტის არქიტექტურული იერსახის , სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;
ბ ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ;
გ ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების დაცვა .
2 . გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა შეიძლება მოხდეს მუდმივად ან სეზონურად , მათ შორის , კვირის კონკრეტული დღეებისათვის , სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში , ასევე სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას .
3 . თუ გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა ხდება სეზონურად , გარე ვაჭრობის ადგილის განსაზღვრასთან ერთად სავალდებულოა განისაზღვროს ვადა , რომლითაც ადგილი განსაზღვრულია გარე ვაჭრობის ადგილად .
4.ქ. ონში გარე ვაჭრობა აკრძალულია შემდეგ ადგილებში:
ა) დავით აღმაშენებლის ქუჩა;
ბ) დავით აღმაშენებილის მოედანი;
გ) დემეტრე II-ის მოედანი;
დ) ვახტანგ VI-ის ქუჩა ჯიმი მაისურაძის ქუჩის გადაკვეთამდე.
2. საზოგადოებრივ ადგილებსა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში განსათავსებელი მცირე არქიტექტურული ფორმების მოწყობა დაიშვება მხოლოდ არქიტექტურულ -სამშენებლო პროექტის შეთანხმებით , კანონმდებლობით დადგენილი წესით .
3 . აკრძალულია მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით (ხორცი , ხორცის პროდუქტები , რძე , რძის პროდუქტები , თევზი , შეუფუთავი საკონდიტრო ნაწარმი და პური ),ასევე სუნელებითა და სანელებლებით გარე ვაჭრობა .
4 . გარე ვაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით :
ა ) ჟურნალ -გაზეთები , წიგნები ;
ბ ) ნახატები , სუვენირები და სხვა ხელნაკეთი ნივთები ;
გ ) ყვავილები ;
დ ) ხილ -ბოსტნეული – როგორც საკუთრივ მაღაზიის მიერ წარმოებული , ასევე მაღაზიის მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით შეძენილი ხილ -ბოსტნეული მაღაზიის წინ , ვერტიკალურ სტელაჟზე (თუ ხილ -ბოსტნეული არის მაღაზიის საკუთარი პროდუქცია და მატერიალურ -ტექნიკური აღჭურვილობა აკმაყოფილებს სანიტარიულ ნორმებს და უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებას მიღების , შენახვისა და რეალიზაციის პროცესში );
ე ) სპეციალური დანიშნულების საფირმო მანქანებიდან კვების პროდუქტები (სანიტარიული პირობებით და სასაქონლო -ესთეტიკური იერსახით დაცული ).
5 . სეზონური გარე ვაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით :
ა ) გაზიანი გამაგრილებელი სასმელები და წყლები ;
ბ ) ნაყინი (სპეციალური მაცივრის მეშვეობით );
გ ) შეშა (სპეციალურად მოწყობილ ადგილებში );
დ) ყველა სახეობის ხილი და ბოსტნეული.
2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ზედამხედველობის სამსახური .