სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2018 წლის ეტაპის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აწარმოე საქართველოში“
დირექტორის
ბრძანება №ს-8
2018 წლის 16 აგვისტო
ქ. თბილისი
სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2018 წლის ეტაპის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 12 2 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №11/217 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2018 წლის ეტაპის ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებები/აქტივობები და ვადები დამტკიცდეს დანართის შესაბამისად.
2. დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში მეწარმეობის ხელშეწყობის დეპარტამენტს, წინამდებარე ბრძანების 1-ლი პუნქტით განსაზღვრული ვადების მიმდინარეობის კონტროლი და შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
3. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში მეწარმეობის ხელშეწყობის დეპარტამენტის საგრანტო პროგრამის მენეჯერს ირინე გიორგიძეს.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების დღიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში (მის.: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა №2.)
სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის ქრისტინე მეფარიშვილი
მოვალეობის შემსრულებელი
დანართი
|
№ |
სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2018 წლის ეტაპის ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებები/აქტივობები |
ვადები |
|
1 |
პირველადი განაცხადების (ბიზნესიდეების) მიღება |
2018 წლის 20 აგვისტო – 02 სექტემბერი |
|
2 |
ბიზნესიდეების განხილვა და გამარჯვებულების გამოვლენა |
2018 წლის 20 სექტემბერი |
|
3 |
ტრენინგი ზოგადი მეწარმეობის შესახებ |
2018 წლის სექტემბერი |
|
4 |
ბიზნესგეგმების მიღება |
2018 წლის 24 სექტემბერი – 05 ოქტომბერი |
|
5 |
ბიზნესგეგმების შეფასება |
2018 წლის ოქტომბერი – 05 ნოემბერი |
|
6 |
ბენეფიციარებთან გასაუბრება/ადგილზე მონიტორინგი |
2018 წლის ოქტომბერი – 05 ნოემბერი |
|
7 |
პროგრამის საბოლოო გამარჯვებულების გამოვლენა |
2018 წლის 05-10 ნოემბერი |
|
8 |
ბენეფიციარის ხელშეკრულების გაფორმება |
არაუგვიანეს 2018 წლის 25 ნოემბრისა |
|
9 |
ბენეფიციარის მხრიდან თანამონაწილეობის შესრულების მონიტორინგი |
2018 წლის ნოემბერი – 10 დეკემბერი |
|
10 |
თანადაფინანსების თანხის ჩარიცხვა |
2018 წლის ნოემბერი – 20 დეკემბერი |
|
11 |
ბიზნესადმინისტრირების ტრენინგი |
2019 წლის თებერვალი |
|
12 |
ბუღალტრული აღრიცხვის ტრენინგი |
2019 წლის თებერვალი |
|
13 |
ინდივიდუალური კონსულტაციები |
2019 წლის მარტი – აპრილი |
|
14 |
პროექტების მონიტორინგი |
2018 წლის დეკემბერი – 2019 წლის აგვისტო |