იდენტიფიცირება
1. პოტენციური პროექტის იდენტიფიცირებას, საჭიროების მიხედვით, ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო ან სააგენტო.
2. პოტენციური პროექტის იდენტიფიცირება ხორციელდება სახელმწიფო განვითარების გეგმის/სტრატეგიის ან/და მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიის/სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით, ან/და აჭარის/აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განვითარების გეგმით/სტრატეგიით გათვალისწინებულ მიმართულებებთან ან/და შესაბამის სექტორში უფლებამოსილი ორგანოს მიერ იდენტიფიცირებულ/გამოვლენილ საჭიროებებთან ან/და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტულ სექტორში, რომელიც ემსახურება საჯარო ინტერესის დაკმაყოფილებას.
3. პოტენციური პროექტის იდენტიფიცირება შესაძლებელია განხორციელდეს საინიციატივო შეთავაზების გზით.
4. ენერგეტიკის სექტორში დარგობრივი სამინისტროს მიერ საქართველოში ასაშენებელი პოტენციური ელექტროსადგურების ნუსხაში ობიექტის ასახვა ან/და საქართველოში ასაშენებელი პოტენციური ელექტროსადგურების ნუსხის დარგობრივი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება არ წარმოადგენს პოტენციური პროექტის იდენტიფიცირება