ხარჯთსარგებლიანობის
ანალიზი
და
სოციალურ-ეკონომიკური
ზემოქმედების
შეფასება

პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა უნდა მოიცავდეს პროექტის სოციალურ-ეკონომიკური შედეგის ხარისხობრივ შეფასებას, ასევე ხარჯთსარგებლიანობის ანალიზს, რომელიც ადგენს და, რამდენადაც შესაძლებელია, რაოდენობრივად და ფულად გამოსახულებაში ზომავს პროექტის ზეგავლენას (პროექტის საზოგადოებრივ ხარჯსა და სარგებელს, ალტერნატიული ღირებულების შეფასების საფუძველზე) საზოგადოებაზე, მის სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებს, მათ შორის, დასაქმებაზე გავლენის ჩათვლით და დაადასტურებს შემდეგს:

ა) პროექტის განხორციელების შედეგად მოსალოდნელი დადებითი ხარისხობრივი სოციალურ-ეკონომიკური სარგებელი;

ბ) პროექტის დადებითი წმინდა სარგებელი (სარგებელი შესაბამისი ხარჯების გამორიცხვით), მათ შორის, რაოდენობრივად შეფასებული დადებითი სოციალურ-ეკონომიკური ეფექტები;

გ) შეთავაზებული ტარიფის/მომსახურების ღირებულების/ფასის/ მოსაკრებლის, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობა, იმ შემთხვევაში, როდესაც კერძო პარტნიორი საბოლოო მომხმარებლისგან იღებს ანაზღაურება