მომზადების
შესახებ
გადაწყვეტილება

1. პროექტის კონცეფციის საქართველოს მთავრობის მიერ მოწონების შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანო ახორციელებს პროექტის მოსამზადებელ სამუშაოებს და, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მათში სააგენტოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაწილეობას, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

2. პროექტის მომზადების ეტაპზე, ამ წესის შესაბამისად, უფლებამოსილი ორგანო ამზადებს ფინანსურ, ტექნიკურ და ეკონომიკურ კვლევებს/ანალიზს, რომლ(ებ)ითაც, მათ შორის, შეფასდება:

ა) პროექტის ღირებულება და მისი განხორციელების მოსალოდნელი სოციალური და ეკონომიკური შედეგები;

ბ) სახელმწიფოს ფინანსური თანამონაწილეობის შემთხვევაში პროექტის განხორციელებისთვის უფლებამოსილი ორგანოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა;

გ) პროექტის განხორციელების სოციალური და გარემოსდაცვითი ზემოქმედების შეფასება და უარყოფითი ზემოქმედების შედეგების შესამცირებლად განსახორციელებელი, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებები.

3. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მიზანია, დაადასტუროს და განავითაროს წინარე ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასების თითოეული ასპექტი, რის საფუძველზეც მზადდება დაზუსტებული ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შეფასება, ფისკალური რისკების შეფასება, ასევე ხარისხის ფასთან თანაფარდობის შეფასება.

4. ენერგეტიკის სექტორში 100 მეგავატზე მეტი დადგმული სიმძლავრის პროექტებთან მიმართებით, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა უნდა მომზადდეს დამოუკიდებელი მხარის მიე