შპს „ფურშეტ ჯორჯიას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2018 წლის 23 აგვისტო
ქ. თბილისი
განმცხადებლ ებ ი – 1 – „შპს რითეილ კაპიტალ ჯორჯია “
(საიდენტიფიკაციო ნომერი 404967522)
დირექტორი – მამუკა შეწირული
2 – შპს „სენატორი“
(საიდენტიფიკაციო ნომერი 40504904)
დირექტორი – პეტრე გელაშვილი
მოვალე – შპს „ფურშეტ ჯორჯია“
(საიდენტიფიკაციო ნომერი 404415897)
მოთხოვნა – გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შპს „რითეილ კაპიტალ ჯორჯიას“ და შპს „სენატორის“ განცხადება შპს „ფურშეტ ჯორჯიას“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედით, კრედიტორთა კრება იმართება გადახდისუუნარობის საქმის განმხილველ სასამართლოში. კრედიტორთა კრებას ამზადებს და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს მეურვე თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, ხოლო გაკოტრების ან რეაბილიტაციის პერიოდში – გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველი. კრედიტორთა კრებას უძღვება მოსამართლე. ამავე კანონის 22-ე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არაუმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არაუმეტეს 3 დღით. ვინაიდან 2018 წლის 17 აგვისტოს კრედიტორთა პირველ კრებაზე სრულად ვერ იქნა განხილული დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, კრება უნდა გაგრძელდეს იმავე დღის წესრიგით.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კრედიტორთა პირველი კრება გაგრძელდეს 2018 წლის 05 ოქტომბერს 15:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №1. იმავე დღის წესრიგით:
1.1. კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა;
1.2. მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა;
2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე – www.tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი