,,ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 25 მარტი №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №40 |
|
2018 წლის 31 აგვისტო დაბა ქედა |
,,ქედის მუნიციპალიტეტის მერისა და ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“
„1. ქედის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ამომრჩევლებისთვის ანგარიშის წარდგენისა და ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების გამართვის წესი განსაზღვრავს ქედის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრის (შემდგომში – მერი) მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მომზადების, ამომრჩეველთათვის წარდგენის, საჯარო შეხვედრების გამართვისა და ანგარიშის გამოქვეყნების წესს.“.
,,მუხლი 2. მერის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მომზადება და ქედის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებისათვის წარდგენა
1. მერი ვალდებულია ამომრჩეველს წარუდგინოს ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა.
2. მერის ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას მერის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.
3. საჯარო შეხვედრების მოწყობისა და მუნიციპალიტეტის მერის ანგარიშის მომზადების მიზნით ქედის მუნიციპალიტეტის მერის ადმინსიტრაციული სამსახური (შემდგომში – ადმინისტრაციული სამსახური) იწყებს მუშაობას და ამზადებს ანგარიშს ყოველი წლის სექტემბრის თვეში.
4. ქედის მუნიციპალიტეტის მერის ყველა სამსახური და მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირები ვალდებულნი არიან არაუგვიანეს ყოველი წლის 15 სექტემბრისა ადმინისტრაციულ სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია განხორციელებული, მიმდინარე და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.
5. ადმინისტრაციული სამსახური ვალდებულია არაუგვიანეს ყოველი წლის პირველი ოქტომბრისა სამსახურებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის სისტემატიზაციისა და ანალიზის საფუძველზე მოამზადოს მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი (განსახორციელებელი) ღონისძიებების შესახებ და წარუდგინოს მერს განსახილველად.
6. ადმინისტრაციული სამსახური მერის შენიშვნების გათვალისწინებით, არაუგვინეს ყოველი წლის 5 ოქტომბრისა ამზადებს ანგარიშის საბოლოო სახეს, მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით გეგმავს საჯარო შეხვედრების გრაფიკს (არაუგვიანეს 1 ნოემბრისა) და უზრუნველყოფს საჯარო შეხვედრების შესახებ ინფორმაციის შემუშავებას, გამოქვეყნებასა და ხელმისაწვდომობას.
7. მერის საჯარო შეხვედრების გამართვის შესახებ ინფორმაცია წინასწარ, 7 დღით ადრე მაინც, უნდა გამოქვეყნდეს ქედის მუნიციპალიტეტის ოფიაციალურ ვებგვერდზე www.keda.ge. ინფორმაცია აგრეთვე უნდა განთავსდეს ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში.
8. მერი მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს ამომრჩეველს წარუდგენს საჯარო შეხვედრებზე, რომელთა რაოდენობა, გამართვის ადგილი და დრო განისაზღვრება მერის მიერ. საჯარო შეხვედრების რაოდენობის განსაზღვრისას გაითვალისწინება ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების რაოდენობა, საჯარო შეხვედრებზე მოსახლეობის დასწრების ინტენსივობა და მოსახლეობის დაინტერესების ხარისხი.
9. მერი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრები მოაწყოს და წარუდგინოს მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.“
„1. მერისა და საკრებულოს წევრის მიერ წარდგენილი ანგარიშები ოფიციალურად ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.keda.ge ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში.“.
|