„მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალისა და გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ჩამოწერის აქტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №33 |
|
2018 წლის 31 აგვისტო დაბა ქედა |
„2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოწმობის ფორმის გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახური „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის და ამ წესის საფუძველზე.“.
„2. სანებართვო მოწმობის მომარაგებას დამოუკიდებლად ახორციელებს ქედის მუნიციპალიტეტის მერია (შემდგომში – „მერია“). სანებართვო მოწმობის შეკვეთას მერია აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.
5. პოლიგრაფიული საწარმოდან სანებართვო მოწმობების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა. მინდობილობა (რწმუნებულება) ქედის მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში – „მერი“) ბრძანებით შეიძლება მიეცეს მერიის ერთ-ერთ თანამშრომელს. მინდობილი პირი მკაცრი აღრიცხვის შესაბამის ფორმებს პასუხისმგებელ პირს აბარებს სათანადოდ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით.“.
„მუხლი 3. სანებართვო მოწმობის გაცემა და დაბრუნება
1. სანებართვო მოწმობის გაცემა მერიის შესაბამის სამსახურზე (შემდგომში – „სამსახური“) ხორციელდება მათი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
2. სანებართვო მოწმობის მიღება-ჩაბარება აღირიცხება სანებართვო მოწმობის აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალში, ჟურნალი უნდა იყოს ზონარგაყრილი, დანომრილი და დალუქული (პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და მერის ბეჭდით დამოწმებული). ჟურნალის ფორმა განისაზღვრება თანახმად დანართი №3-ისა.
3. ჟურნალებში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. დაუშვებელია გადაფხეკა, გადასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერის გასწორება, მოშორება კორექტორის ან სხვა საშუალებით. აუცილებლობის შემთხვევაში უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი.
4. მერიის შესაბამის სამსახურზე სანებართვო მოწმობის გაცემას მერის გადაწყვეტილებით (რეზოლუცია, ბრძანება, წერილობითი თანხმობა და სხვა) ახორციელებს პასუხისმგებელი პირი. პასუხისმგებელ პირს მერიის ერთ-ერთ პროფესიული საჯარო მოხელეთაგან ბრძანებით განსაზღვრავს მერი.
5. პასუხისმგებელი პირი აღრიცხავს სანებართვო მოწმობის გაცემასა და გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული) სანებართვო მოწმობის დაბრუნებას, რის შესახებაც ყოველკვარტალურად წერილობით ანგარიშს წარუდგენს მერს.“.
„2. სანებართვო მოწმობას ხელს აწერს ნებართვის გამცემი (ქედის მუნიციპალიტეტის მერი). სანებართვო მოწმობის ავთენტიკურობა დასტურდება ქედის მუნიციპალიტეტის მერის ბეჭდით.“.
|