საბროკერო კომპანია შპს „ლ.ა. ინვესტისათვის“(ს/ნ: 430034811) ლიცენზიის გაუქმების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№89
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/09/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

განკარგულება №89

2018 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

საბროკერო კომპანია შპს „ლ.ა. ინვესტისათვის“ (ს/ნ:430034811) ლიცენზიის გაუქმების თაობაზე

 „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 52-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის,551 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის №145/04 ბრძანებით დამტკიცებული „საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 20 18 წლის 27 ივნისის №133/04 ბრძანების საფუძველზე:

1. შპს „ლ.ა. ინვესტს“ (ს/ნ:430034811) გაუუქმდეს საბროკერო საქმიანობის ლიცენზია და ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 29 ივნისის №60 განკარგულება „შპს ლ.ა. ინვესტისათვის ” საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“.

2. ეს განკარგულება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში 10 დღის ვადაში.

3. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

4. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.

 

კობა გვენეტაძე