შპს „TV-3“-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/18163-16
( ამონაწერი )
კრედიტორთა კრების ოქმი
2018 წლის 5 სექტემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ლაშა ქოჩაშვილი
სხდომის მდივანი: მარი კირვალიძე
შპს ,,TV 3“-ის კრედიტორთა კრება
საოქმო განჩინების გამოტანა , მოსამართლე ლაშა ქოჩაშვილი
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას, მაშინ კრედიტორთა კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი და იწყება გაკოტრების საქმის წარმოება ამ კანონით დადგენილი წესით.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 21-ე პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების საქმის წარმოების მოთხოვნის შემთხვევაში კრედიტორთა პირველ კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, გაკოტრების საქმის წარმოება დაიწყება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას ამ კანონის მე-17 მუხლით დადგენილი წესით.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით გაკოტრების მმართველს ირჩევენ კრედიტორები გაკოტრების შესახებ სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში. თუ გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრებაზე ვერ აირჩევა ან კრედიტორები არ წარადგენენ გაკოტრების მმართველის კანდიდატურებს, გაკოტრების მმართველად სასამართლო ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
ვინაიდან კრედიტორებს არ წარმოუდგენიათ გაკოტრების მმართველის კანდიდატურა და კრებაზე გამოცხადებული კრედიტორები თანახმა არიან გაკოტრების მმართველად დაინიშნოს სსიპ ,,აღსრულების ეროვნულ ბიურო“, შპს ,,TV-3“-ის მიმართ უნდა დაიწყოს გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების მმართველად უნდა დაინიშნოს სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიურო“.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-17, 27-ე, 36-ე, 37-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,
ადგილზე თათბირით დაადგინა:
1. შპს ,,TV-3“-ის მიმართ დაიწყოს გაკოტრების საქმის წარმოება.
2. შპს ,,TV-3“-ის გაკოტრების მმართველად დაინიშნოს სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიურო“.
3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გამოცხადებიდან 05 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი