მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის, აგრეთვე ძაღლის ან/და კატის ყოფნის/ყოლის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 14.09.2018
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №71
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.153.016465
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/09/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.09.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დროებით მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ფოლოდაშვილი | მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დროებით მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის, აგრეთვე ძაღლის/კატის ყოლის, იზოლირების და მესაკუთრეთა (მფლობელთა) დაჯარიმების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 17.06.2015
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
დმანისის მუნიციპალიტეტში წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლისა და
უმეთვალყურეოდ მიტოვებული, მოხეტიალე პირუტყვის დაჭერა-იზოლირების წესის
დამტკიცების შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების (ძაღლისა და კატის) ყოლის წესის დამტკიცების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძირითადად, ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძირითადად, ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი მართვის წესის დამტკიცების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი მართვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის, აგრეთვე ძაღლის ან/და კატის ყოფნის/ყოლის წესის დამტკიცების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №71
2018 წლის 14 სექტემბერი
ქ. მცხეთა
მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან /და მსხვილფეხა პირუტყვის, აგრეთვე ძაღლის ან/და კატის ყოფნის/ყოლის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მეორე პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის, აგრეთვე ძაღლის ან/და კატის ყოფნის/ყოლის წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის, აგრეთვე ძაღლის/კატის ყოლის, იზოლირების და მესაკუთრეთა (მფლობელთა) დაჯარიმების წესი“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 ივნისის დადგენილება №28 (www.matsne.gov.ge, 19/06/2015; 010250000.35.175.016080).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დროებით მოვალეობის შემსრულებელითამაზ ფოლოდაშვილი
დანართი
მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის, აგრეთვე ძაღლის ან/და კატის ყოფნის/ყოლის წესი
მუხლი 1🔗.
წესის რეგულირების სფერო და მიზანი
1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის, აგრეთვე ძაღლის ან/და კატის (ტექსტში შემდგომ – შინაური ცხოველი) ყოლის წესებს და ამ წესების დარღვევისას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მოქმედების სფეროს.
2. წინამდებარე წესის მოქმედება ვრცელდება იმ პირებზე, რომელთაც საკუთრებაში ან/და მფლობელობაში ჰყავთ შინაური ცხოველი.
3. წესის მიზანია მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის იერსახის, სისუფთავის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, ურბანულ გარემოში ადამიანისა და შინაური ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო და საიმედო გარემოს შექმნა.
მუხლი 2🔗.
შინაური ცხოველის მოვლა-პატრონობა
1. მესაკუთრედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება შინაურ ცხოველზე მესაკუთრედ ყოფნის ფაქტი, ხოლო მფლობელად ითვლება პირი, რომელიც შინაურ ცხოველზე ახორციელებს ფაქტობრივ მფლობელობას. საჭიროების შემთხვევაში, მფლობელობის ფაქტი უნდა დადასტურდეს არანაკლებ 2 მოწმის მიერ წერილობითი განცხადებით, რაც წარმოდგენილი უნდა იქნეს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურში.
2. აკრძალულია მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ პარკში, სკვერში ან საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებსა და ქალაქ მცხეთის ქუჩებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის,როგორც უმეთვალყურეოდ, აგრეთვე მეთვალყურეობის ქვეშ გაშვება, ასევე ძაღლის საბმელის, ალიკაპის გარეშე ყოლა.
3. შინაური ცხოველის მესაკუთრე/მფლობელი ვალდებულია:
ა) წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი იყოლიოს იზოლირებულ ტერიტორიაზე (საკუთრებაში ან/და საგებლობაში არსებული უძრავი ქონება), ან/და იზოლირებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ -მეთვალყურეობის ქვეშ (გარდა ამ მუხლის მე-4-5 პუნქტებით დადგენილი გამონაკლისისა), ისე რომ ხელი არ შეეშალოს აღნიშნული წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას;
ბ) არ დაუშვას წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის გარეშე გაშვება, მათ შორის საავტომობილო გზებსა და ტროტუარებზე, აგრეთვე მათი დატოვება/მიტოვება;
გ) არ დაუშვას მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ პარკში, სკვერში ან საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებსა და ქალაქ მცხეთის ქუჩებში შინაური ცხოველის მიერ მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და განადგურება;
დ) პირუტყვის ტრასპორტირებისას დაიცვას უსაფრთხოების წესები.
4. ქალაქ მცხეთაში პირუტყვის გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მათი გადაყვანის/გადარეკვის მიზნით, მეთვალყურეობის ქვეშ.
5. ქალაქ მცხეთაში დასაშვებია ცხენის გადაადგილება მხოლოდ კომერციული საქმიანობისათვის შესაბამისი მეთვალყურეობის ქვეშ სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით.
6. ძაღლის მესაკუთრე/მფლობელი ვალდებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძაღლი გაუშვას ალიკაპით/საბმელით, სეირნობისას უზრუნველყოს გარშემომყოფთა უსაფრთხოება და არ დაუშვას ძაღლის უმეთვალყურეოდ დატოვება.
მუხლი 3🔗.
პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის
1. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლის, 148-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად:
ა) მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ პარკში, სკვერში ან საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებსა და ქალაქ მცხეთის ქუჩებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა, გამოიწვევს პირუტყვის მესაკუთრის/მფლობელის დაჯარიმებას 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
ბ) მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ პარკში, სკვერში ან საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებსა და ქალაქ მცხეთის ქუჩებში მწვანე ნარგავების შინაური ცხოველის მიერ დაზიანება/განადგურება გამოიწვევს ცხოველის მესაკუთრის მფლობელის დაჯარიმებას 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2. მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძაღლის/კატის ყოლის წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და სამართალდარღვევის საქმის განხილვას აწარმოებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური.
4. დაკისრებული ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს მესაკუთრეს (მფლობელს) მიყენებული ზიანის ანაზღურების ვალდებულებისგან.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში, თუ შინაური ცხოველი იმყოფება მეთვალყურეობის გარეშე, ზედამხედველობის სამსახური ადგენს შესაბამის აქტს, რომელსაც უნდა დაერთოს შესაბამისი ფოტომასალა. აქტში აღინიშნება გამოვლენილი ფაქტი, შინაური ცხოველის რაოდენობა და კეთდება მითითება, შინაური ცხოველის სპეციალურ ადგილზე დაუყოვნებლივ იზოლაციის შესახებ, რის შემდგომაც ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური უზრუნველყოფს“ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მდებარე სპეციალურ თავშესაფარში შინაური ცხოველის გადაყვანა-ტრანსპორტირებას. შესაბამისი გარემოებების დადგომამდე, უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს შინაური ცხოველის მოვლა-პატრონობას (მათ შორის – კვებას).
6. სპეციალურ ადგილზე გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯები განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) გადაყვანა სპეციალურ ადგილზე (1 სულზე) – 50 ლარი;
ბ) დღიური მოვლა-პატრონობა (1 სულზე) – 30 ლარი.
7. გადაყვანისა და დღიური მოვლა-პატრონობის საფასური გაიანგარიშება შინაური ცხოველის სულადობის მიხედვით.
8. შინაური ცხოველის სპეციალურ ადგილზე გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯებს ანაზღაურებს მესაკუთრე/მფლობელი.
მუხლი 4🔗.
შინაური ცხოველის დაბრუნების წესი
1. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი შინაური ცხოველი მესაკუთრეს (მფლობელს) უბრუნდება დაკისრებული ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში წარმოდგენის შემდეგ.
2. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი შინაური ცხოველი მესაკუთრეს/მფლობელს დაუბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება მისი საკუთრების/მფლობელობის უფლება, წინამდებარე წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
3. შინაური ცხოველის დაბრუნების შესახებ დგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილი წარმომადგენელი და შინაური ცხოველის მესაკუთრე/მფლობელი.
მუხლი 5🔗.
ჯარიმის გადახდისა და სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვის რეალიზების წესი
1. მესაკუთრე/მფლობელი ვალდებულია აღნიშნული წესის მე-3 მუხლში მითითებული ჯარიმა და შინაური ცხოველის გადაყვანის/მოვლა-პატრონობის ხარჯი გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში.
2. აღნიშნულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში დაკისრებული ჯარიმის და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველსაყოფად ხორციელდება პირუტყვის რეალიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. იმ შემთხვევაში, როდესაც პირუტყვის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აღემატება დაკისრებული ჯარიმის, სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯებს, ზედმეტი თანხა უბრუნდება პირუტყვის მესაკუთრეს/მფლობელს.
4. ჯარიმა, ასევე შინაური ცხოველის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.
მუხლი 6🔗.
მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება
1. დაჯარიმების თაობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება (საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) შესაძლებელია გასაჩივრდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან, მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში. აღნიშნული ვადის საპატიო მიზეზით გაშვების შემთხვევაში, ვადა იმ პირის განცხადებით, რომლის მიმართაც გამოტანილია გადაწყვეტილება, შეიძლება აღადგინოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა.
2. საჩივრის განხილვის პროცესში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში სამართალდამრღვევი პირის მონაწილეობა სავალდებულოა.
3. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ საჩივრის განხილვის შემდგომ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში, გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.