📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 01.10.2018
გამომცემი ორგანო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.107.016326
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/10/2018
matsne.gov.ge 646 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ყვარლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 02.11.2015 ხობის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 27.08.2020 დუშეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 06.02.2015 „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 27.02.2015 წალკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 01.10.2018

დოკუმენტის ტექსტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №23 2018 წლის 1 ოქტომბერი დაბა ჩხოროწყუ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.დ.“  ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,    ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 შემოღებულ იქნეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება „საპატიო ჩხოროწყუელი“. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს: ა)   ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საპატიო  წოდების     მინიჭების წესი (დანართი №1); ბ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საპატიო  წოდების მოწმობის ფორმა  (დანართი №2). მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 ოქტომბრის №35 დადგენილება. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ესებუა დანართი  №1 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესი ეს წესი განსაზღვრავს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების „საპატიო ჩხოროწყუელი“ მინიჭების სამართლებრივ საფუძვლებს და მისი განხილვის  წესს. მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საპატიო წოდება შეიძლება მიენიჭოს  საქართველოს მოქალაქეს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს და ასევე მოქალაქეობის არმქონე სრულწლოვან ფიზიკურ  პირს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური მდგომარეობისა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებისა და რელიგიური აღმსარებლობისა, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიონალური, სამეცნიერო ან/და სხვა  საქმიანობით (მოღვაწეობით) აქვს: ა)  განსაკუთრებული დამსახურება  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს წინაშე; ბ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს განვითარების საქმეში;  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში; გ) იმსახურებს საზოგადოების მხრიდან აღიარებას და მადლობის გამოცხადებას შესაბამის პროფესიულ სფეროში (დარგში) თავისი ხანგრძლივი ან/და წარმატებული საქმიანობის გამო. 2. საპატიო წოდება მიენიჭება პირს სიცოცხლეში ერთხელ. მუხლი 2🔗. საპატიო  წოდების  მინიჭებაზე  უფლებამოსილი  ორგანო 1. საპატიო წოდების მინიჭებაზე გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ბრძანებით იღებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი. 2. საკითხს იხილავს და მერს შესაბამისი სარეკომენდაციო შინაარსის დასკვნით  მიმართავს მერის ბრძანებით შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შესაძლებელია იყვნენ  მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, სხვა საჯარო მოხელეები, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები,  მუნიციპალიტეტის საზოგადო მოღვაწეები, სხვა პირები, აგრეთვე სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში  მოწვეული უნდა იყვნენ საკრებულოს წევრები. მუხლი 3🔗. საპატიო წოდებაზე  კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები 1. საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს: ა)  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერს; ბ)  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს; გ)  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ს; დ)  საზოგადოებრივ გაერთიანებებს; ე) საინიციატივო ჯგუფს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერით. 2. საპატიო წოდების მინიჭებისას მიმღებს გადაეცემა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული შესაბამისი  მოწმობა. 3. საპატიო წოდების მისანიჭებლად უფლებამოსილი პირები კანდიდატურას წარუდ­გენენ მერს, რასაც წერილობითი სახით თან უნდა ერთოდეს: ა) საპატიო წოდების დასახელება, რომელზედაც მოხდა კანდიდატურის წარდგენა; ბ) საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენებაზე უფლებამოსილი პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა წარმოჩნდეს საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება; გ) ბიოგრაფიული ცნობები; დ) კანდიდატურის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი მასალები; ე) კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი და ორი ცალი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4; ვ) პირის წერილობითი თანხმობა მისთვის საპატიო წოდების მინიჭებაზე. 4. მერი შემოსულ დოკუმენტაციას შესასწავლად და დასკვნის მოსამზადებლად  გადასცემს დროებით სამუშაო ჯგუფს. 5. დროებითი სამუშაო ჯგუფი ღია კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე მერისათვის შესაბამისი სარეკომენდაციო დასკვნით მიმართვის შესახებ. მუხლი 4🔗. საპატიო  წოდების  მინიჭებასთან  დაკავშირებული  სხვა  დებულებანი 1. საპატიო წოდების მინიჭების შესახებ  ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტის  მერის  მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან  3  სამუშაო  დღის  ვადაში მისი აღსრულების უზრუნველ­ყოფის მიზნით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის  ადმინისტრაციული  სამსახური  უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას. 2. საპატიო წოდების დამადასტურებელ მოწმობას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სახელით ხელს აწერს მერი და იგი დასტურდება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის  ბეჭდით. 3.  საპატიო წოდების დამადასტურებელი მოწმობა მიმღებს გადაეცემა საზეიმო ვითარებაში ან მის გარეშე. მოწმობის გადაცემაზე უფლებამოსილი  პირია  ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტის  მერი. 4. საპატიო წოდების მიმღებს, წოდების მინიჭების დღეს შეიძლება გადაეცეს ფასიანი საჩუქარი ან/და ფულადი ჯილდო. 5. საპატიო  წოდების მინიჭების შესახებ ჩანაწერები უნდა შესრულდეს სპეციალურ წიგნში სახელწოდებით  – „საპატიო ჩხოროწყუელი“.  6. წიგნში ჩანაწერებს უზრუნველყოფს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის  მერიის ადმინისტრაციული სამსახური, სადაც აისახება საპატიო წოდების შესახებ სრული ინფორმაცია (ფოტოსურათი, ბიოგრაფია და ცნობები, თუ რა დამსახურებისთვის მიენიჭა პირს  ეს წოდება). დანართი №2 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი მ ო წ მ ო ბ ა № ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტის საპატიო  წოდება „საპატიო  ჩხოროწყუელი“ მიენიჭა ბატონ  (ქალბატონ) ------------------------------------------------------------------------------------                                                                 (სახელი, გვარი) ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტის  მერის  20---- წლის ----- ----------- № ---- ბრძანებით ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტის მერი                            ------------------------------------------------------                    -----------------------------------------------                         (ხელმოწერა)                                                          (სახელი, გვარი)           ,,------“ ,, ---------“ 20-- წ.