1.
საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება დასახლების ცალკეულ ნაწილებში/უბნებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 20% მაინც, ისე რომ ამავდროულად უზრუნველყოფილი იყოს მთელი დასახლების საერთო კრების წევრთა არანაკლებ 20%-ის მონაწილეობა, რომელთაგან როგორც უბნებში გამართული შეკრებების, ისე საერთო კრების მონაწილეთა 30% მაინც უნდა მიეკუთვნებოდეს ერთ-ერთ სქესს.
2.
დასახლების ცალკეულ ნაწილებში/უბნებში საერთო კრების სხდომები შეიძლება გაიმართოს ერთდროულად.
3.
საერთო კრების მოწვევის ინიციატორის შესაბამისად საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა რეგისტრაციის ორგანიზებას უზრუნველყოფს საინიციატივო ჯგუფი ან/და მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი მოხელე ან/და რჩეული ან მის მიერ უფლებამოსილი საერთო კრების წევრები. რეგისტრაციისას მიეთითება საერთო კრების წევრის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (დღე, თვე, წელი), საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, რეგისტრაციის ადგილი და ხელმოწერა.
4.
თუ რჩეული არჩეული არ არის ან არ ესწრება საერთო კრებას, საერთო კრების, საინიციატივო ჯგუფის მიერ მოწვევის შემთხვევაში საერთო კრების საქმიანობას წარმართავს და კრების მოდერატორის ფუნქციას ასრულებს საინიციატივო ჯგუფის ის წევრი, რომლის ხელმოწერაც შესაბამის განცხადებაში პირველია მითითებული, ხოლო მისი არყოფნისას – საინიციატივო ჯგუფის სხვა წევრი ან საინიციატივო ჯგუფის თანხმობით – მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი მოხელე.
5.
თუ რჩეული არჩეული არ არის, ან არ ესწრება საერთო კრებას, საერთო კრების მუნიციპალიტეტის მერის მიერ მოწვევის შემთხვევაში საერთო კრების საქმიანობას წარმართავს და კრების მოდერატორის ფუნქციას ასრულებს მუნიციპალიტეტის მერი ან მერიის უფლებამოსილი მოხელე.
6.
იმ დასახლებაში, სადაც არჩეულია რჩეული, საერთო კრების საქმიანობას წარმართავს და კრების მოდერატორის ფუნქციებს ასრულებს საერთო კრების რჩეული. თუ რჩეული არ ესწრება სხდომას საერთო კრებას წარმართავს, მოდერატორის ფუნქციებს ასრულებს რჩეულის მიერ უფლებამოსილი პირი.
7.
დასახლების საერთო კრების მოდერატორი ნიშნავს დასახლების ცალკეული ნაწილების/უბნების სხდომების მოდერატორებს და ახორციელებს სხდომების ჩატარების ორგანიზებას და კოორდინაციას.
8.
საერთო კრების ოქმის შედგენას უზრუნველყოფს საერთო კრების მდივანი. საერთო კრების საინიციატივო ჯგუფის მიერ მოწვევის შემთხვევაში საერთო კრების მდივნის ფუნქციას ასრულებს საინიციატივო ჯგუფის წევრი, ხოლო საერთო კრების მუნიციპალიტეტის მერის მიერ მოწვევის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი მოხელე.
;
9.
იმ დასახლებაში, სადაც არჩეულია რჩეული, მიუხედავად საერთო კრების მოწვევის ინიციატორისა, საერთო კრების მდივნის ფუნქციას ასრულებს რჩეული ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.
10.
დასახლების საერთო კრების მდივანი, ნიშნავს დასახლების ცალკეული ნაწილების/უბნების სხდომების მდივნებს და ახორციელებს სხდომების ოქმების შედგენის ორგანიზებას და კოორდინაციას.
11.
კენჭისყრა, როგორც წესი, ხელის აწევით იმართება. კენჭისყრის ფორმას საერთო კრების წევრებს აცნობს კრების მოდერატორი.
12.
საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს კენჭისყრის სხვა ფორმა.
13.
საერთო კრების დღის წესრიგში ცვლილებების შეტანა დაუშვებელია. საერთო კრებაზე დღის წესრიგის ფარგლებში საკითხის, წინადადების, ინიციატივის დასმის უფლება აქვს კრების ნებისმიერ წევრს. კრების მოდერატორი ვალდებულია საკითხი, წინადადება, ინიციატივა დააყენოს კენჭისყრაზე
;
14.
ინიციატივის ავტორს ეძლევა 10 წუთი თავისი ინიციატივის კრების მონაწილეთათვის გაცნობისთვის, რის შემდეგაც ინიციატივაზე აზრის გამოთქმა შეუძლია კრების ნებისმიერ დამსწრეს, რისთვისაც მას ეძლევა 2 წუთი.
15.
ინიციატივის კენჭისყრაზე დაყენებას ახდენს კრების მოდერატორი, ყველა უბანში საერთო კრებას ჰყავს ერთი მოდერატორი. მოდერატორს კენჭისყრაში მონაწილეობა შეუძლია მხოლოდ იმ უბანში, სადაც არის რეგისტრირებული.
16.
ფარული კენჭისყრა შეიძლება გაიმართოს მხოლოდ რჩეულის არჩევის დროს. ფარული კენჭისყრა ტარდება ბიულეტენების მეშვეობით. თითოეულ ბიულეტენზე ხელს აწერს საარჩევნო კომისიის სამივე წევრი. სხვა დანარჩენი საკითხების გადასაწყვეტად იმართება ღია კენჭისყრა
;
17.
თითოეულ საკითხზე კენჭისყრის წინ ცხადდება რეგისტრაცია. თითოეული უბნის შეკრება კენჭისყრის პროცედურის გასამართად უფლებამოსილია, თუ რეგისტრაციას გაივლის უბანში რეგისტრირებული ამომრჩევლის 20% მაინც. თითოეულ უბანში კენჭი ეყრება თითოეულ საკითხს ცალ-ცალკე.
18.
კენჭისყრის შედეგებს აცხადებს კრების მოდერატორი, კრების მონაწილეს, რომელიც არ მონაწილეობდა კენჭისყრაში, უფლება არ აქვს ხმა მისცეს კენჭისყრის დამთავრების შემდეგ.
19.
დასახლების თითოეულ უბანში გამართული კენჭისყრის შედეგები ჯამდება და გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ საკითხს მხარი დაუჭირა საერთო კრების მონაწილეთა საერთო რაოდენობის უმრავლესობა