1.
საერთო კრებაზე/უბნის სხდომაზე დგება საერთო კრების/უბნის სხდომის ოქმი. საერთო კრების/უბნის სხდომის ოქმში მითითებული უნდა იქნეს:
ა) თითოეულ უბანში საერთო კრების გამართვის თარიღი და ადგილი;
ბ) ოქმის ნომერი;
გ) თითოეულ უბანში საერთო კრების მიერ განხილული საკითხი და როგორც უბნების მიხედვით, ისე საბოლოოდ მიღებული გადაწყვეტილება;
დ) თითოეულ უბანში და ჯამში საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა რაოდენობა;
ე) საჭიროების შემთხვევაში, სხვა ინფორმაცია.
2.
საერთო კრების/უბნის სხდომის ოქმს ადგენს სხდომის მდივანი.
3.
საერთო კრების/უბნის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის მოდერატორი და სხდომის მდივანი.
4.
სხდომის ოქმის ბეჭდურ ვერსიასთან ერთად შიძლება შეიქმნას სხდომის აუდიო ვერსიაც, რომელიც ინახება ბეჭდურ ვერსიასთან ერთად. სხდომის ოქმის ბეჭდური ვერსია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში სპეციალურად საჯარო განცხადებებისთვის განკუთვნილ ადგილას და დასახლებულ პუნქტში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე, ასევე შეიძლება გამოქვეყნდეს ბეჭდვით ორგანოში, რომელიც გამოიცემა კვირაში ერთხელ მაინც და ვრცელდება მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე, ასევე მუნიციპალიტეტის ვებგვერდსა და სხვა ინტერნეტ რესურსებზე, რომლის მართვას ახორციელებს მუნიციპალიტეტი.
5.
უბნის სხდომის ოქმი სხდომის მოდერატორის მიერ საერთო კრების მოდერატორს და მდივანს წარედგინება ოქმის შედგენისთანავე.
6.
საერთო კრების გადაწყვეტილება, შესაბამის სხდომაზე მიღებული ოქმის ფორმით სხდომის მოდერატორის მიერ, რეაგირებისთვის წარედგინებათ მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებს კრების გამართვიდან 7 დღის ვადაში.თავი III
რჩეულ