1.
რჩეულის მიერ საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივას მუნიციპალიტეტის მერიის მიერ რეგისტრაცია არ ესაჭიროება.
2.
კრების გამართვამდე 1 თვით ადრე რჩეული მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს განცხადებას საერთო კრების მოწვევის შესახებ
;
3.
განცხადებაში მიეთითება საერთო კრების მოწვევის:
ა) თარიღი;
ბ) დრო და ადგილი (შესაბამისი დასახლების ტერიტორიის ფარგლებში);
გ) საერთო კრების ჩატარებისთვის თვითმმართველი ორგანოებიდან საჭირო ორგანიზაციული, ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის შესახებ ინფორმაცია.
4.
საერთო კრების მოწვევის თარიღად შეიძლება განისაზღვროს რჩეულის მიერ განცხადების წარდგენის დღიდან არაუადრეს მე-15 დღე და არაუგვიანეს 30 დღე.
5.
საერთო კრება უფლებამოსილია შეიკრიბოს საერთო კრების მოწვევის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაციის შესახებ ცნობის მიღების შემთხვევაში.
6.
ცნობას გასცემს მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელე შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
7.
რეგისტრაციაზე უარი დასაშვებია, თუ დარღვეულია კანონის და ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნები