1.
საერთო კრების სრულუფლებიანი წევრია შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული

ამომრჩეველი
;
2.
საერთო კრებაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის უფლება აქვს აგრეთვე შესაბამისი დასახლების ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეს და ამ დასახლებაში ფაქტობრივად მცხოვრებ სხვა სრულწლოვან პირს.
3.
პირის საერთო კრებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით დავის წარმოშობის შემთხვევაში, პირი საერთო კრებაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან დასახლებაში რეგისტრირებული სამი ამომრჩევლის მიერ დამოწმებული აქტის საფუძველზე.
4.
საერთო კრება უფლებამოსილია თავისი საქმიანობის წარმართვის და მისი ხელშეწყობის მიზნით საკუთარი შემადგენლობიდან აირჩიოს საერთო კრების რჩეული (შემდგომში – რჩეული);
5.
დასახლებაში, სადაც 501-ზე მეტი ამომრჩეველი ცხოვრობს, მოქალაქეთა შეკრება ტარდება დასახლების ცალკეულ ნაწილებში/უბნებში, მაგრამ საერთო კრება ამ დასახლებისთვის იქნება ერთი. დასახლების თითოეულ ნაწილში/უბანში ამომრჩევლის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 500-ს. საერთო კრების ეტაპობრივად, დასახლების ცალკეულ ნაწილებში/უბნებში გამართვისას კენჭისყრა იმართება ცალ-ცალკე თითოეულ ნაწილში. დასახლების ცალკეულ ნაწილებში ჩატარებული კენჭისყრის შედეგები ჯამდება, რის შედეგადაც დგინდება კენჭისყრის საბოლოო შედეგი.
6.
ერთსა და იმავე საერთო კრებისთვის დასახლების ცალკეულ ნაწილებში გამართული

შეხვედრების დღის წესრიგი იდენტურია
.თავი II
საერთო კრებ