საერთო კრება:
ა) განიხილავს შესაბამისი დასახლებისთვის მნიშვნელოვან სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებს, მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის წარსადგენად ამზადებს შესაბამის წინადადებებს;
ბ) „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების ფარგლებში და დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას დასახლების ტერიტორიაზე განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით და ახორციელებს პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგს;
გ) იღებს ინფორმაციას დასახლების მცხოვრებთა სოციალური საჭიროებების შესახებ და შეიმუშავებს წინადადებებს მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამების დაგეგმვის პროცესში;
დ) ახორციელებს მუნიციპალური პროგრამების მონიტორინგს დასახლების ტერიტორიაზე და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;
ე) შეიმუშავებს წინადადებებს დასახლებაში მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზებასთან დაკავშირებით;
ვ) ქმნის დასაქმების მსურველთა ბაზას და ახორციელებს დასახლებაში ადამიანური რესურსების შესწავლას;
ზ) შუამდგომლობს მუნიციპალიტეტთან დასახლებაში საშეშე მერქნის განაწილების თაობაზე;
თ) განიხილავს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგენს რეკომენდაციებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის თაობაზე;
ი) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგენს დასახლების განვითარების პრიორიტეტების დოკუმენტს;
კ) იხილავს და მუნიციპალიტეტს აწვდის რეკომენდაციებს დასახლებაში განსახორციელებელი პროექტების შესახებ;
ლ) შეიმუშავებს წინადადებებს დასახლებაში კულტურული ობიექტების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით;
მ) შეიმუშავებს წინადადებებს დასახლებაში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ორგანიზებასთან დაკავშირებით;
ნ) ახორციელებს სასმელი და სარწყავი წყლის მიწოდების მონიტორინგს;
ო) შეიმუშავებს წინადადებებს დასახლებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეაბილიტაციის, საზოგადოებაში ინტეგრაციის, თანაბარი შესაძლებლობებისა და ადაპტირებული გარემოს შექმნის მიმართულებით;
პ) განიხილავს შესაბამის დასახლებაში განსახორციელებელ პროექტებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მათ ასახვამდე და მუნიციპალიტეტის ორგანოებს წარუდგენს დასაბუთებულ შენიშვნებსა და წინადადებებს;
ჟ) განიხილავს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებს, მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის წარსადგენად ამზადებს შესაბამის შენიშვნებსა და წინადადებებს;
რ) ორგანიზებას უწევს შესაბამისი დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას და საჭიროების შემთხვევაში დახმარებისთვის მიმართავს მუნიციპალიტეტის ორგანოებს;
ს) იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის პეტიციის წარდგენის შესახებ;
ტ) მუნიციპალიტეტის მერის ან საკუთარი ინიციატივით განიხილავს დასახლების საზღვრების დადგენისა და შეცვლის საკითხებს და ამზადებს შესაბამისი წინადადებებს;
უ) მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით განიხილავს დასახლების ტერიტორიაზე არსებული ქონების მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეტანის საკითხს და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს წარუდგენს საკუთარ შენიშვნებს;
ფ) განიხილავს მუნიციპალიტეტის მერის მიერ საერთო კრებაზე ინიიცირებულ საკითხს;
ქ) უფლებამოსილების ფარგლებში დავალებებს აძლევს რჩეულს;
ღ) საერთო კრების ცალკეულ უფლებამოსილებათა შესრულებას ავალებს რჩეულს;
ყ) ახორციელებს კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს