1.
ამომრჩეველთა 5%-ის მიერ საერთო კრების მოწვევის შემთხვევაში:
ა) საერთო კრების მოწვევის ინიციირებისთვის შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული არანაკლებ 3 ამომრჩევლის შემადგენლობით იქმნება საინიციატივო ჯგუფი;
ბ) საინიციატივო ჯგუფი მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს განცხადებას საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივის რეგისტრაციის თაობაზე.
2.
საერთო კრების მოწვევის შესახებ განცხადებაში უნდა მიეთითოს:
ა) საინიციატივო ჯგუფის წევრის სახელი, გვარი, ფაქტობრივი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (არსებობის შემთხვევაში);
ბ) საინიციატივო ჯგუფის წევრების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები;
გ) საერთო კრების დეტალური დღის წესრიგი;
დ) საერთო კრების ჩატარებისთვის თვითმმართველი ორგანოებიდან საჭირო ორგანიზაციული, ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის შესახებ ინფორმაცია;
3.
საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობას და საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივას არეგისტრირებს მუნიციპალიტეტის მერია.
;
4.
საინიციატივო ჯგუფზე ინიციატივის რეგისტრაციის ცნობას გასცემს მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელე შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
5.
საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობისა და საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივის რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაცია და საერთო კრების დღის წესრიგი, საჯარო გაცნობისთვის ქვეყნდება რეგისტრაციიდან არაუგვიანეს მეორე დღისა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, სპეციალურად საჯარო განცხადებებისთვის განკუთვნილ ადგილას და დასახლებულ პუნქტში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე, ასევე შეიძლება გამოქვეყნდეს ბეჭდვით ორგანოში, რომელიც გამოიცემა კვირაში ერთხელ მაინც და ვრცელდება მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე, ასევე მუნიციპალიტეტის ვებგვერდსა და სხვა ინტერნეტ რესურსებზე, რომლის მართვას ახორციელებს მუნიციპალიტეტი.
6.
საერთო კრების მოწვევის საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის მონაცემების
საჯაროდ გამოქვეყნებას უზრუნველყოფს განცხადების მარეგისტრირებელი ორგანო.
;
7.
რეგისტრაციაზე უარი დასაშვებია, თუ დარღვეულია კანონით და ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნები ან/და საერთო კრების დღის წესრიგში შეტანილი საკითხების განხილვა-გადაწყვეტა არ განეკუთვნება მუნიციპალიტეტის ან/და საერთო კრების უფლებამოსილებას. რეგისტრაციაზე უარი დასაბუთებული უნდა იყოს.
8.
საინიციატივო ჯგუფის წევრს უფლება აქვს, რეგისტრაციაზე მუნიციპალიტეტის მერის ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელის უარი გაასაჩივროს საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ შესაბამისად.
9.
საინიციატივო ჯგუფს რეგისტრაციის ცნობის მიღების დღიდან გადაეცემა სიის ფურცლები და იწყებს საერთო კრების მოწვევის ინიციატივის მქონე ამომრჩეველთა სიის შედგენას. სიაში მიეთითება შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (დღე, თვე, წელი), საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, რეგისტრაციის ადგილი და ხელმოწერა. სიის ყოველ ფურცელს ხელს აწერს საინიციატივო ჯგუფის წევრი.
10.
რეგისტრაციის ცნობის მიღების დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა (ვადაში ჩაითვლება დასვენების დღეები) საინიციატივო ჯგუფი მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს განცხადებას საერთო კრების მოწვევის შესახებ. განცხადებაში მიეთითება საერთო კრების მოწვევის თარიღი, დრო და ადგილი (შესაბამისი დასახლების ტერიტორიის ფარგლებში). განცხადებას თან ერთვის კანონით დადგენილი წესით შეგროვებული, შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ის ხელმოწერები.
11.
საერთო კრების მოწვევის თარიღად განისაზღვრება განცხადების წარდგენის დღიდან არაუადრეს 15 დღე და არაუგვიანეს 30 დღე.
12.
საერთო კრება უფლებამოსილია შეიკრიბოს საერთო კრების მოწვევის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციის ცნობის მიღების შემთხვევაში. რეგისტრაციის ცნობას გასცემს მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელე შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. რეგისტრაციაზე უარი დასაშვებია, თუ დარღვეულია ამ კანონის მოთხოვნები