1.
მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ინიციატივით საერთო კრების მოწვევა წელიწადში არანაკლებ 2-ჯერ იმ დასახლებულ პუნქტში, სადაც გაიმართა საერთო კრების პირველი (დამფუძნებელი) შეკრება. ასეთ შემთხვევაში ინფორმაცია საერთო კრების მოწვევის შესახებ ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში სპეციალურად საჯარო განცხადებებისთვის განკუთვნილ ადგილას და დასახლებულ პუნქტში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე, ასევე შეიძლება გამოქვეყნდეს ბეჭდვით ორგანოში, რომელიც გამოიცემა კვირაში ერთხელ მაინც და ვრცელდება მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, ასევე მუნიციპალიტეტის ვებგვერდსა და სხვა ინტერნეტრესურსებზე, რომლის მართვას ახორციელებს მუნიციპალიტეტი.
2.
მერის მიერ საერთო კრების მოწვევის შემთხვევაში საერთო კრების მოწვევის ორგანიზების ფინანსურ და ორგანიზაციულ მხარდაჭერას, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში და შესაბამის დასახლებულ პუნქტში, ასევე ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერია
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საერთო კრების დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 31.10.2018
მუხლი 10. მერის მიერ საერთო კრების მოწვევა
თავი I — ზოგადი დებულებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 3. საერთო კრების სამართლებრივი საფუძვლები
- მუხლი 4. საერთო კრების შემადგენლობა
- მუხლი 5. საერთო კრების უფლებამოსილებები
- მუხლი 7. პირველი (დამფუძნებელი) საერთო კრების მოწვევა
- მუხლი 8. ამომრჩეველთა 5%-ის მიერ საერთო კრების მოწვევის პროცედურა
- მუხლი 9. რჩეულის მიერ საერთო კრების მოწვევა
- მუხლი 11. საერთო კრების შესახებ ინფორმაციის გავრცელება
- მუხლი 12. საერთო კრების ჩატარებისთვის საჭირო ორგანიზაციული, ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა
- მუხლი 13. საერთო კრების საქმიანობის წესი
- მუხლი 14. საერთო კრების სხდომის ოქმი
- მუხლი 15. რჩეული:
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საერთო კრების დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 10, №57, 31.10.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.112.016393 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.10.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4354134/muxli-10/