1.
საერთო კრებაზე დგება საერთო კრების ოქმი.
2.
საერთო კრების ოქმში მითითებული უნდა იქნეს:
ა) საერთო კრების გამართვის თარიღი და ადგილი;
ბ) ოქმის ნომერი;
გ) საერთო კრების მიერ განხილული საკითხი და მიღებული გადაწყვეტილება;
დ) საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა რაოდენობა;
ე) საჭიროების შემთხვევაში, სხვა ინფორმაცია.
3.
საერთო კრების სხდომის ოქმს ადგენს სხდომის მდივანი.
4.
საერთო კრების ოქმს ხელს აწერს სხდომის მოდერატორი და სხდომის მდივანი.
5.
სხდომის ოქმის ბეჭდურ ვერსიასთან ერთად შეიძლება შეიქმნას სხდომის აუდიო ვერსიაც, რომელიც ინახება ბეჭდურ ვერსიასთან ერთად. სხდომის ოქმის ბეჭდური ვერსია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში სპეციალურად საჯარო განცხადებებისთვის განკუთვნილ ადგილას და დასახლებულ პუნქტში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე, ასევე შეიძლება გამოქვეყნდეს ბეჭდვით ორგანოში, რომელიც გამოიცემა კვირაში ერთხელ მაინც და ვრცელდება მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, ასევე მუნიციპალიტეტის ვებგვერდსა და სხვა ინტერნეტრესურსებზე, რომლის მართვას ახორციელებს მუნიციპალიტეტი.
6.
საერთო კრების გადაწყვეტილება, შესაბამის სხდომაზე მიღებული ოქმის ფორმით სხდომის მოდერატორის მიერ, რეაგირებისთვის წარედგინებათ მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებს კრების გამართვიდან 7 დღის ვადაში.თავი III
რჩეულ