1.
რჩეული:
ა) უძღვება კრების მუშაობას;
ბ) ადგენს საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების თანმიმდევრობის პროექტს, განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას;
გ) განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას, აკონტროლებს გამომსვლელთა მიერ რეგლამენტის დაცვას;
დ) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;
ე) უზრუნველყოფს საერთო კრების გადაწყვეტილების მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოებისთვის წარდგენას;
ვ) ასრულებს საერთო კრების ცალკეულ დავალებებს;
ზ) საერთო კრების გადაწყვეტილებით ასრულებს საერთო კრების ცალკეულ უფლებამოსილებებს.
2.
ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა-ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებით სარგებლობს საერთო კრების მოდერატორი.
3.
რჩეული ანგარიშვალდებულია კრების წინაშე. საერთო კრების რჩეული ყოველი საერთო კრების შეკრებისას ანგარიშით წარდგება საერთო კრების წინაშე:
ა) რჩეულის ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას გაწეული საქმიანობის შესახებ;
ბ) რჩეულის ანგარიში მტკიცდება საერთო კრების მიერ დამსწრეთა უმრავლესობით;
გ) თუ საერთო კრება არ დაამტკიცებს რჩეულის ანგარიშს მისი უფლებამოსილების ავტომატურად გაგრძელება და მისი კანდიდატურის დაყენება რჩეულის კანდიდატურად არ შეიძლება მომდევნო საერთო კრებამდე.
4.
რჩეული უფლებამოსილია სათათბირო ხმის უფლებით დაესწროს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს მერის მრჩეველთა საბჭოს მუშაობაში.
5.
რჩეულის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მომდევნო საერთო კრების შეკრებამდე ვადით.
6.
რჩეულის უფლებამოსილება ავტომატურად გრძელდება, თუ მომდევნო საერთო კრება საერთო კრების ახალ რჩეულს არ აირჩევს.
7.
რჩეულის უფლებამოსილება ავტომატურად შეიძლება გაგრძელდეს ზედიზედ არაუმეტეს 5-ჯერ