წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდის, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტის დაჯილდოებისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესი
მიღების თარიღი 07.11.2018
ძალაში შესვლა 01.01.2019
გამომცემი ორგანო თერჯოლის მუნიციპალიტეტი
ნომერი №44
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.126.016286
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/11/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (7)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე | თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სიღნაღის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან ჯილდოს გაცემისა და ახალგაზრდული ინიციატივების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ წალკის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდის, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტის დაჯილდოებისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესი
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №44
2018 წლის 7 ნოემბერი
ქ. თერჯოლა
ახალგაზრდული და სპორტული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ახალგაზრდული და სპორტული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხების განკარგვის წესი (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენინო ჯანელიძე
ახალგაზრდული და სპორტული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხების განკარგვის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულება
ეს პროგრამა არეგულირებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული და სპორტული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხების განკარგვის წესს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტებები
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ჯილდო – ერთჯერადი ფულადი ჯილდო;
ბ) წარმატებული სპორტსმენი – საქართველოს, ევროპის, მსოფლიოს ჩემპიონატსა და ოლიმპიურ თამაშებში, თერჯოლის ან საქართველოს სახელით მოასპარეზე 18-დან 26 წლამდე თერჯოლელი სპორტსმენი, რომელმაც დაიკავა I, II, III ადგილი;
გ) წარმატებული მწვრთნელი – ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წარმატებული სპორტსმენის პირველი მწვრთნელი;
დ) წარმატებული ახალგაზრდა – თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 16-დან 26 წლამდე ახალგაზრდა, რომელიც მონაწილეობას იღებდა საქართველოს ან საერთაშორისო მასშტაბით გამართულ კულტურულ-შემოქმედებეთ, ინტელექტუალურ კონკურსში და მოიპოვა აღნიშნული კონკურსის დებულებით განსაზღვრული მთავარი პრიზი ან ტიტული;
ე) ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი – თერჯოლის მუნიციპალიტეტის საჯარო ან კერძო სკოლის მიმდინარე წლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი;
ვ) წარმატებული გუნდი – საქართველოს ან საერთაშორისო მასშტაბით გამართულ სპორტულ ჩემპიონატში თერჯოლის მუნიციპალტეტის სახელით მოასპარეზე გუნდი, რომელმაც დაიკავა საპრიზო ადგილი;
ზ) ახალგაზრდული ინიციატივა – ახალგაზრდების პროექტი, რომლის ინიციატორიც არის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 14-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ან ახალგაზრდების ჯგუფი და ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტით გათვალისწინებული ახალგაზრდული საქმიანობის მიზნებს (საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი – საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 აპრილის №553 განკარგულებით დამტკიცებული დოკუმენტი).
მუხლი 3🔗.
წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის დაჯილდოება
1. წარმატებული
სპორტსმენის
ფულადი
ჯილდოს
ოდენობა
განისაზღვროს
შემდეგ
სახით
:
ა
) საქართველოს
ჩემპიონატის
I ადგილი
– 400 ლარი
; II ადგილი
– 300; III ადგილი
– 200 ლარი
;
ბ
) ევროპის
ჩემპიონატის
I ადგილი
– 2 200 ლარი
; II ადგილი
– 1500; III ადგილი
– 1000 ლარი
;
გ
) მსოფლიო
ჩემპიონატის
I ადგილი
– 5000 ლარი
; II ადგილი
– 4000; III ადგილი
– 3000 ლარი
;
დ
) ოლიმპიური
თამაშების
I ადგილი
– 10 000 ლარი
; II ადგილი
– 9000; III ადგილი
– 8000 ლარი.
2. წარმატებული
მწვრთნელის
ფულადი
ჯილდოს
ოდენობა
განისაზღვროს
შემდეგი
სახით
:
ა
) საქართველოს
ჩემპიონატის
I ადგილი
– 300 ლარი
; II ადგილი
– 200; III ადგილი
– 150 ლარი
;
ბ
) ევროპის
ჩემპიონატის
I ადგილი
– 1000 ლარი
; II ადგილი
– 700; III ადგილი
– 500 ლარი
;
გ
) მსოფლიო
ჩემპიონატის
I ადგილი
– 2000 ლარი
; II ადგილი
– 1500; III ადგილი
– 1000 ლარი
;
დ
) ოლიმპიური
თამაშების
I ადგილი
– 3000 ლარი
; II ადგილი
– 2000; III ადგილი
– 1500 ლარი
.
3. წარმატებულმა
სპორტსმენმა
მუნიციპალიტეტში
უნდა
წარმოადგინოს
:
ა
) წერილობითი
განცხადება
;
ბ
) წარმატებული
სპორტსმენის
პირადობის
მოწმობის
ასლი
;
გ
) შესაბამისი
საპრიზო
ადგილის
დაკავების
დამადასტურებელი
დოკუმენტი
;
დ
) სპორტსმენის
ანგარიშის
ნომრის
ამონაწერი
საბანკო
დაწესებულებიდან
.
4. წარმატებულმა
მწვრთნელმა
/შესაბამისი
დაწესებულების
ხელმძღვანელმა
მუნიციპალიტეტში
უნდა
წარმოადგინოს
:
ა
) წერილობითი
განცხადება
;
ბ
) წარმატებული
მწვრთნელის
პირადობის
მოწმობის
ასლი
;
გ
) შესაბამისი
საპრიზო
ადგილის
დაკავების
დამადასტურებელი
დოკუმენტი
;
დ
) მწვრთნელის
ანგარიშის
ნომრის
ამონაწერი
საბანკო
დაწესებულებიდან
.
მუხლი 4🔗.
წარმატებული ახალგაზრდის დაჯილდოება
1. წარმატებული ახალგაზრდის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს 500 ლარის ოდენობით.
2. წარმატებულმა ახალგაზრდამ /პედაგოგმა/ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება:
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) კონკურსში გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან.
მუხლი 5🔗.
ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების დაჯილდოება
1. საჯარო სკოლის მიმდინარე წლის კურსდამთავრებული ოქროსა და ვერცხლის მედალოსნის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:
ა) ოქროსმედალოსანი – 200 ლარი;
ბ) ვერცხლისმედალოსანი – 100 ლარი.
2. თერჯოლის მუნიციპალიტეტის სასწავლო-საგანმანათლებლო რესურსცენტრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა სია;
გ) ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა ან კანონიერი წარმომადგენლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა ან კანონიერი წარმომადგენლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან.
მუხლი 6🔗.
ახალგაზრდული ინიციატივების დაფინანსება
1. ახალგაზრდების ინიციატივის დაფინანსების თანხა განისაზღვრება არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით.
2. ინიციატორმა ან საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი/ასლები (ინიციატორის ან საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელის ცნობა რეგისტრაციის შესახებ);
გ) ინიციირებული პროექტი;
დ) ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან.
3. ახალგაზრდების ინიციატივის განხილვის მიზნით თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით იქმნება შესაბამისი კომისია, რომელიც უფლებამოსილი იქნება შეაფასოს და დააფინანსოს წარმოდგენილი პროექტი.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადებების მიღების ვადები განისაზღვრება თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.
მუხლი 7🔗.
თანხის გაცემის წესი
ამ წესით განსაზღვრული თანხის გაცემა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.