საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების გადამზადების ეტაპების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.12.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №64/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430050000.22.022.017621
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/01/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.12.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესის დამტკიცების შესახებ 2020 - 2021 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურებრივი ფორმის დამტკიცების შესახებ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მოსამზადებელი კურსების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების გადამზადების ეტაპების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის
ბრძანება №64/ნ
2018 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების გადამზადების ეტაპების დამტკიცების შესახებ
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (ქუთაისი, 13 ივნისი 2018 წ., №2523-II) მე-3 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების გადამზადების ეტაპები“.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების გადამზადების ეტაპები
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
„საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების გადამზადების ეტაპების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება ვრცელდება იმ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებზე, რომელებმაც 2018 წლის 29 ივნისამდე გაიარეს სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის (შემდგომში – მანდატურის სამსახური) მანდატურობის კანდიდატების მოსამზადებელი კურსები და რომელებსაც საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სერტიფიკატები გადაეცათ 2018 წლის 29 ივნისამდე.
მუხლი 2🔗.
მანდატურის სამსახურის მოვალეობები საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების გადამზადების უზრუნველსაყოფად
მანდატურის სამსახურმა უზრუნველყოს:
ა) საგანმანათლებლო დაწესებულების იმ მანდატურების ერთიანი რეესტრის (შემდგომში – რეესტრი) შედგენა, რომლებიც ექვემდებარებიან გადამზადებას;
ბ) რეესტრის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის (შემდგომში – სამინისტრო) წარდგენა 2019 წლის 31 იანვრამდე;
გ) რეესტრში შესაბამისი ცვლილებების ასახვა, განახლებული ინფორმაციის სამინისტროსათვის წარდგენა;
დ) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების გადამზადების მიზნით, რეგიონში დასაქმებული საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების, გადამზადების პერიოდში, საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა და შესაბამისი სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება;
ე) 2019 წლიდან, ყოველი კალენდარული წლის 20 დეკემბრამდე ამ ბრძანებით განსაზღვრული მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით, სამინისტროსათვის ანგარიშის წარდგენა.
მუხლი 3🔗.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების გადამზადების ეტაპები
1. მანდატურის სამსახურმა საგანმანათლებლო დაწესებულების გადამზადებას დაქვემდებარებული მანდატურების გადამზადება დაიწყოს 2019 წლის პირველი თებერვლიდან.
2. მანდატურის სამსახურმა საგანმანათლებლო დაწესებულების გადამზადებას დაქვემდებარებული მანდატურების გადამზადება უზრუნველყოს შემდეგი ეტაპების შესაბამისად:
ა) 2019 კალენდარული წლის განმავლობაში – არანაკლებ 350 (სამას ორმოცდაათი) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური;
ბ) 2020 კალენდარული წლის განმავლობაში – არანაკლებ 350 (სამას ორმოცდაათი) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური;
გ) 2021 კალენდარული წლის განმავლობაში – არანაკლებ 350 (სამას ორმოცდაათი) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური;
დ) 2022 კალენდარული წლის განმავლობაში – არანაკლებ 250 (ორას ორმოცდაათი) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური.