ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.11.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №561
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.020877
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/11/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.11.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე | პრემიერ - მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 13.06.2013
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
დანაშაულის პრევენციისა და მართლწესრიგის დაცვის ხელშეწყობის მუდმივმოქმედი ადგილობრივი უწყებათაშორისი საბჭოების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №561
2018 წლის 26 ნოემბერი
ქ. თბილისი
ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29‑ე მუხლის შესაბამისად, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრის, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების, შესრულებისა და განხორციელების მონიტორინგის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეიქმნას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში − საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე − საბჭოს თავმჯდომარე.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების წარმომადგენლები.
3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე და ამავე სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების წარმომადგენლები.
4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე და ამავე სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების წარმომადგენლები.
5. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე და ამავე სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების წარმომადგენლები.
მუხლი 2🔗
საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:
ა) საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილესა და საქართველოს მთავარი პროკურატურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების წარმომადგენლებს;
ბ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილესა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების წარმომადგენლებს.
მუხლი 3🔗
საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად, საბჭოს თავმჯდომარის მიერ შეიძლება მიწვეულ იქნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირებისა (მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების) და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, შესაბამისი დარგის ექსპერტები/სპეციალისტები.
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს თანდართული „ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულება“.
მუხლი 5🔗
საბჭოს მუშაობასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს საბჭოს საქმიანობის კოორდინაცია და ამ მიზნით საბჭოს სამდივნოდ განსაზღვროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი.
მუხლი 6🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 ივნისის №145 დადგენილება.
მუხლი 7🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე
ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულება განსაზღვრავს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს (შემდგომში − საბჭო) ამოცანებს, უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს.
2. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
მუხლი 2🔗.
საბჭოს ამოცანები და უფლებამოსილებები
1. საბჭოს ძირითადი ამოცანებია:
ა) ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრა, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარმოდგენა;
ბ) ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და შესრულების პროცესში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, უწყებათშორისი საქმიანობის კოორდინაცია;
გ) ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი.
2. დასახული ამოცანების განსახორციელებლად საბჭო უფლებამოსილია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია. თავის მხრივ, სახელმწიფო ორგანოები ვალდებულნი არიან, საბჭოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, საბჭოს წარუდგინონ მოთხოვნილი ინფორმაცია;
ბ) შეიმუშაოს წინადადებები და რეკომენდაციები ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განახლებისა და სრულყოფის მიზნით;
გ) შეიმუშაოს წინადადებები და რეკომენდაციები ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხების გადაწყვეტის მიზნით;
დ) ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებული ცალკეული საკითხის შესწავლისა და დამუშავების მიზნით, შექმნას სამუშაო ჯგუფი/ჯგუფები.
მუხლი 3🔗.
საბჭოს საქმიანობის წესი
1. საბჭოს ხელმძღვანელობს და საბჭოს მუშაობას ორგანიზებას უწევს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, საბჭოს თავმჯდომარის ფუნქციებს ასრულებს მის მიერ განსაზღვრული საბჭოს წევრი.
2. საბჭოს სხდომებს იწვევს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს სხდომების დღის წესრიგსა და პერიოდულობას განსაზღვრავს საბჭოს თავმჯდომარე.
3. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. საბჭოზე გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
4. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.
მუხლი 4🔗.
ანგარიშგება
1. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობაზე ანგარიშგების მიზნით, შესაბამისი უწყებები, საბჭოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, საბჭოს სამდივნოს წარუდგენენ ანგარიშს.
2. საბჭოს სამდივნო უზრუნველყოფს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობის კონსოლიდირებული ანგარიშის მომზადებასა და საბჭოსათვის განსახილველად წარდგენას.