,,ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებს ან ხელისუფლების ორგანოებს შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის შესახებ“ სახელმძღვანელო ევროპული კონვენციის რატიფიცირების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
,,ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებს ან ხელისუფლების ორგანოებს შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის შესახებ“ სახელმძღვანელო ევროპული კონვენციის რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. რატიფიცირებულ იქნეს 1980 წლის 21 მაისის სახელმძღვანელო ევროპული კონვენცია ,,ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს ან ხელისუფლების ორგანოებს შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის შესახებ“.
2. საქართველო აცხადებს, რომ კონვენციის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნული კონვენციის ფარგლებში, კონვენციის მონაწილე სხვა სახელმწიფოებთან ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობას საქართველო განახორციელებს სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებების დადების გზით.
3. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე კონვენციის მოქმედება არ გავრცელდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე, რომლებზედაც საქართველო ვერ ახორციელებს სრულ იურისდიქციას.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მ. მაჭავარიანი
თბილისი,
2006 წლის 28 აპრილი.
№2961-Iს