„სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ“ ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის რატიფიცირების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ“ ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. რატიფიცირებულ იქნეს „სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ“ ევროპული კონვენციის 1978 წლის 17 მარტის დამატებითი ოქმი.
2. საქართველო აცხადებს, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის სრულ აღდგენამდე საქართველოს ვერ დაეკისრება პასუხისმგებლობა ამ ტერიტორიებზე კონვენციის დამატებითი ოქმის დებულებების შეუსრულებლობისათვის.
3. დამატებითი ოქმის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველო აცხადებს, რომ აღასრულებს ფისკალურ დანაშაულებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთ დანაშაულს ან მის დასჯადობას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა; ამასთან, საქართველო არ აღასრულებს ფისკალურ დანაშაულებთან დაკავშირებულ სასამართლო დავალებებს საკუთრების ჩხრეკის ან კონფისკაციის შესახებ.
4. დამატებითი ოქმის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველო აცხადებს, რომ არ აღიარებს ამ ოქმის II თავის დებულებების მისთვის სავალდებულოობას.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2003 წლის 7 მაისი.
№2108-IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ“ ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის რატიფიცირების თაობაზე?
- დიახ, საქართველოს პარლამენტის დადგენილება „სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ“ ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის რატიფიცირების თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.04.2003.
- როდის იქნა მიღებული „სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ“ ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის რატიფიცირების თაობაზე?
- „სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ“ ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის რატიფიცირების თაობაზე მიღებულია 24.04.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2108. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ“ ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის რატიფიცირების თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.04.2003 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პარლამენტის დადგენილება „სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ“ ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის რატიფიცირების თაობაზე, №2108, 24.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.04.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/41938/